კასტორი (ვარსკვლავი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კასტორი მარჩბივის თანავარსკვლავედში

კასტო́რი (α Gem / α მარჩბივი) — სიკაშკაშით მეორე ვარსკვლავი მარჩბივის თანავარსკვლავედში, ერთერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ცაზე. ბაიერის მიერ კი იყო აღნიშნული როგორც «α», უფრო კაშკაშა ამ თანავარსკვლავედში პოკუქსია აქვს უფრო ნაკლები ეკლიპტიკური კოორდინატი და ამიტომაც ბაიერის მიერ აღინიშნა როგორც β მარჩბივი.

კასტორის ორმაგი ვარსკვლავი შემჩნეული კიდევ 1678 წელს იყო. კუთხური მანძილი კომპონენტებს შორის (რომელთა ბზინვა 1,96m (კასტორ А) და 2,91m (კასტორ B)) 4″ შეადგენს, და ბრუნვის პერიოდი 350 წელს უტოლდება. ყოველი კომპონენტი სპექტრალურ-ორმაგი ვარსკვლავია.

იყო გამოკვლეული რომ დაბალი ნათების ცვალებადი ვარსკვლავი რომლის 9 ვარსკვლავურ სიდიდეს უტოლდება მარჩბივის YY ფიზიკურად დაკავშირებულია კასტორთან. იგი 73″ (1010 ასტრონომიული ერთეული) კუთხის მანძილით დაშორებულია ოთხი კომპინენტისგან, და მინიჭებულია აქვს კასტორ C აღნიშვნა. კასტორ C ბრუნავს მასთა ცენტრის გარშემო არა ნაკლებ ათობით ათას წელში და იგი სპექტრალურ-ორმაგი ვარსკვლავია.

ასე რომ კასტორი — ექვსი კომპონენტისგან შემდგარი ვარსკვლავია.


პარამეტრი კომპონენტი
Aa Ab Ba Bb Ca Cb
სპექტრალური კლასი A1 V უცნობია (მიახლოვებით M5 V) A2 Vm M2 V M0.5 Ve M0.5 Ve
მასა (მზის მასებში) 2,15 0,4—0,6 1,7 0,4—0,6 0,62 0,57
რადიუსი (მზის რადიუსი) 2,3 ? 1,6 ? 0,76 0,68

კასტორი — პირველი ორმაგი გარსკვლავია, როლმლის ორბიტალური აშკარა მოძრაობა ჯერ კიდევ 1804 წელს უილიამ გერშელმა აღმოაჩინა.

კასტორის სახელი ეწოდა ძველბერძნული მითოლოგიური ტყუპების დიოსკურების სახელით, მათი დედა ლამაზმანი ლედა ხოლო კასტორის მამა ტინდარეი იყო.

სივრცეში მოძრაობა[რედაქტირება]

სხვა სარსკვლავთა გამოკვლევისას, რომლებიც ასაკით და დახასიათებით კასტორს გვანან, აგრეთვე მოძრაობაშიც წააგვანან, ასტრონომებმა შეადგინეს კასტორის მოძრავ ვარსკვლავთა ჯგუფი. ეს მცირე ჯგუფი 16 ვარსკვლავისგან შედგება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ზიგელი ფრიდრიხი. ვარსკვლავიანი ზეცის საგანძური. — М: მეცნიერება, 1986. (რუს)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • Castor 6. SolStation. წაკითხვის თარიღი: 2 января 2007.