კასტილიონეს ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კასტილიონეს ბრძოლა

კასტილიონეს ბრძოლა — ბონაპარტის იტალიაში ლაშქრობის (1796-1797 წწ.) დროს ქ. კასტილიონეს რაიონში (ჩრდილოეთი იტალია) 1796 წლის 5 აგვისტოს გენერალ ნაპოლეონ ბონაპრტის ჯარებსა და ფელდმარშალ დაგობერტ ზიგმუნდ ვურმზერის ავსტრიის არმიას შორის გამართული ბრძოლა. ივლისის ბოლოს ავსტრიის ჯარები ტიროლიდან დაიძრნენ. ბონაპარტმა თავის ჯარებს მდინარე მინჩოს დასავლეთით მოუყარა თავი. 31 ივლისი-3 აგვისტოს მან ბრეშის აღმოსავლეთით დაამარცხა ავსტრიის არმიის ნაწილები. 5 აგვისტოს კი - მთავარი ძალები, რომლებიც კასტილიონეს უტევდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]