კასიუსი (ჯგუფი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კასიუსი (Cassius) ფრანგული ჰაუზ მუსიკალური დუეტია. მასში შედიან პროდიუსერები ფილიპე სერბონეჟი და ჰუბერტ ბლანკ-ფრანკარდი, რომლებიც ხალხისთვის ცნობილები არიან როგორც ფილიპე ზდარი და ბუმ ბასი.

ისტორია[რედაქტირება]

ზდარმა და ბუმ ბასმა ერთად მუშაობა 1988 წელს დაიწყეს: ისინი პროდიუსირებას უკეთებდნენ ფრანგულ ჰიპ-ჰოპ მომღერალს Mc Solaarს. 1990 წელს მათ პირველი საკუთარი პროექტი შექმნეს, რომელსაც La Funk Mob ერქვა, და შემდეგ წელს უკვე ელეკტრონულ მუსიკასთან ექსპერიმენტები დაიწყეს, რის შედეგადაც ზდარი შეუერთდა Etienne de Crécy-ს პროექტ მოტორბასში.

ამის შემდეგ ზდარი და ბუმ ბასი თავიანთ პირველ ჰაუზ მუსიკალურ ტრეკს "Froxxy" ქმნიან, და 1996 წელს გამოსცემენ სახელით კასიუსი.