კასიკიარე
|
|
|
|---|---|
მდინარე კასიკიარეს აუზი |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 326 კმ |
| აუზის ფართობი | 42,300 კმ² |
| აუზი | ამაზონი |
| წყლის ხარჯი | 2.387 მ³/წმ |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ორინოკო |
| · მდებარეობა | ვენესუელა |
| · სიმაღლე | 123 მ |
| · კოორდინატები |
/ |
| შესართავი | რიო-ნეგრო |
| · სიმაღლე | 91 მ |
| · კოორდინატები |
/ / |
| განლაგებულია | |
| ქვეყნები | |
| ქალაქები | კაპიბარა |
კასიკიარე (ესპ. Casiquiare) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელის სამხრეთ ნაწილში. სიგრძე 326 კმ, აუზის ფართობი 42,300 კმ². კასიკიარე ბიფურკაციული მდინარეა. იგი გამოეყოფა მდინარე ორინოკოს, რომლისგანაც ღებულობს ჩამონადენის 1/3. ერთვის მდინარე რიო-ნეგროს (ამაზონის მარცხენა შენაკადი). კასიკიარე მდინაარეების ორინოკოსა და ამაზონის აუზს შორის ერთგვარი ბუნებრვი არხია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს უკანასკნელი ამ ორი მდინარის წყლებს. წყალდიდობის პერიოდში წყალი გაცილებით ეფექტურად იყოფა. კასიკიარე ორინოკოს გამოეტოტება ზღვის დონიდან 123 მ სიმაღლეზე, ხოლო მდინარე რიო-ნეგროს ჩაერთვის ზღვის დონიდან 91 მ სიმაღლეზე. მდინარე კასიკიარეს წყლის ხარჯი უდრის 675 მ³/წმ-ს, მაქსიმალური — 3.977 მ³/წმ. მდინარის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქი კაპიბარა.
1744 წელს იეზუიტთა ორდენის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გაიარა კასიკიარეს ბუნებრივი არხი. შვიდი თვის შემდეგ შარლ კონდამინი მოხსენებით გამოვიდა საფრანგეთის აკადემიაში, რითაც დაადასტურა ამ ბუნებრივი არხის არსებობა. 1800 წელს გერმანელმა გეოგრაფმა ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტმა და ფრანგმა ემე ბონპლანმა მდინარეზე კვლევა აწარმოეს. 1924-1925 წწ. მდინარე ორინოკოზე იმოგზაურა ამერიკელმა გეოგრაფმა ალექსანდერ რაისმა, გადაკვეთა რა კასიკიარეს ბუნებრივი არხი, ჩავიდა მდინარე რიო-ნეგროზე და მიაღწია ქალაქ მანაუსს. 1968 წელს არხი გადაკვეთა ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ექსპედიციამ მაღალსიჩქარიანი გემით SR.N6.[1]
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Alexander von Humboldt and the Casiquiare River
- The point where the Casiquiare bifurcates from the Orinoco, on Google Maps
- Wikimapia satellite image displaying locations of both the beginning (principio) and the end (desague) of the Casiquiare Canal.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ “Graham Clarke“, The Daily Telegraph, 2007-10-07. წაკითხვის თარიღი: 2008-07-14.