კასია (მცენარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კასია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ცეზალპინიასებრნი
გვარი: კასია
ლათინური სახელი
Cassia

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


Cassia sieberiana

კასია (Cassia), მრავალწლოვანი ბალახის, ბუჩქების ან ტანდაბალი ხეების გვარი ცეზალპინისებრთა ოჯახისა. 500-600 სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. სამკურნალო მნიშვნელობა აქვს სინამაქის ხეს (Cassia acutifolia), რომლის სამშობლოდ სუდანს მიიჩნევენ. მისი ერთწლიანი კულტურა გვხვდება შუააზიასა და ყაზახეთში. საქართველოში ხარობს სუბტროპიკულ მცენარეთა სარტყელში. ბუჩქის სიმაღლე 1,5 მ აღწევს. სამკურნალოდ იხმარება მისი ფოთოლი, რომელიც „ალექსანდრიული ოტლის“ (სინამაქის ფოთლის) ან სენას სახელით არის ცნობილი, და პარკი (ალექსანდრიული პარკი); შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს, იყენებენ საფაღარათო საშუალებით, ისე როგორც Cassia angustifolia-ს და Cassia obovota-ს. ხიარიშამბარი ანუ ხეჩერჩხელა (Cassia fistula) საქართველოში ეგვიპტიდან და საფაღარათო საშუალებად ხმარობდნენ. მისი ქერქი შედიოდა პირში გამოსავლები კეთილსურნელოვანი ნარევის სუნონის შემადგენლობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • წუწუნავა ნ., ქსე, ტ. 5, გვ. 423, თბ., 1980