კასაი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კასაი — მდინარე კონგოს შენაკადი, მიედინება ცენტრალურ აფრიკაში. კასაის სათავე ანგოლაშია. თავად მდინარე ანგოლასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის საზღვრად გადის, სადაც კინშასასთან ახლოს კონგოში ჩაედინება. კასაის მნიშვნელოვან შენაკადებს შორისაა მდინარე ფიმი, კვანგო და სანკურუ. ფიმის შენაკადიდან კონგოს შეერთებამდე კასაის მონაკვეთს "კვას" უწოდებენ. ხარჯი 5 000-დან 20 000 მ³/წმ-მდეა. კასაის აუზი მეტწილად ეკვატორულ ნოტიო ჯუნგლებს იკავებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კასაი&oldid=2445580“-დან