კარსტული მღვიმე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარსტული მღვიმეკარსტული მოვლენების (გერმ. Karst, იუგოსლავიაში მდებარე კარსტის (კრასის) პლატოს სახელწოდებიდან) შედეგად წარმოქმნილი მღვიმე. ყალიბდება კარსტვად ქანებში, განსაკუთრებით ნაპრალების გასწვრივ. კარსტული მოვლენები თავს იჩენს წყალში ხსნად ქანებში (კირქვა, დოლომიტი, ცარცი, თაბაშირი, ქვამარილი) მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ნაკადების ზემოქმედების შედეგად. კარსტულ პროცესში წამყვანი როლი ენიჭება ქანების ქიმიურ ხსნადობას, რომელთან ერთადაც ხდება მათიმმექანიკური გადარეცხვა და წარმოიქმნება კარსტების ზედაპირული და მიწისქვეშა ფორმების კომპლექსი (კარები, ძაბრები, აბაზანები, ქვაბულები, ბრმა ხეობები, პოლიები, ჭები, შახტები, უფსკრულები და სხვა).

მსოფლიოში უგრძესი მღვიმური სისტემაა მამონტ-ფლინტ-რიჯი (ჯამური სიგრძეა 292 კმ, აშშ). საქართველოში „თოვლიანი უფსკრული“ (1020 მ), სათაფლიის კარსტული მღვიმე, ჯერ კიდევ შეუსწავლელი განჯარეულის გამოქვაბული, რომლის ადგილმდებარეობაა სოფელი შქმერი, (ონის მუნიციპალიტეტი).

ლიტერატურა[რედაქტირება]