კარსონ მაკ-კალერსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან კარსონ მაკკალერსი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარსონ მაკ-კალერსი

კარსონ მაკ-კალერსი
დაბ. თარიღი 19 თებერვალი, 1917
დაბ. ადგილი კოლუმბუსი, ჯორჯია
გარდ. თარიღი 29 სექტემბერი, 1967
გარდ. ადგილი ნიაკი, ნიუ-იორკი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ამერიკელი

კარსონ მაკ-კალერსი (ინგლ. Carson McCullers; საკუთარი გვარი სმითი (Smith), დ. 19 თებერვალი, 1917, კოლუმბუსი — გ. 29 სექტემბერი, 1967, ნიაკი) — ამერიკელი მწერალი.

დაიბადა ჯორჯიის შტატში, ქალაქ კოლუმბუსში. ოცდათერთმეტი წლისას დამბლა დაეცა, რის შემდეგაც მარცხენა მხარე მთლიანად პარალიზებული დარჩა. 1938 წელს ცოლად გაყვა ჯეიმზ რიკის მაკქალერსს, რომელიც ამერიკის ჯარში კაპრალად მსახურობდა. ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა, ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ და რამდენიმეჯერ ისევ შეუღლდნენ, მაგრამ 1953 წელს ისევ განქორწინდნენ. მოგვიანებით ყოფილმა ქმარმა თავი მოიკლა.

მაკ-კალერსმა 23 წლის ასაკში გამოაქვეყნა „მარტოხელა მონადირის გული“ და აღიარებაც მალე მოიპოვა. მისი სხვა ნაწარმოებები „ოქროს თვალის ანარეკლები“ (1941), „ქორწილის მონაწილე“ (1946), „სევდიანი კაფის ბალადა“ (1951), „საოცრებათა ოთხკუთხა ფესვი“ (1958), პიესა „საათი ისრების გარეშე“ (1961), „კიტრის წნილივით ტკბილი და ღორივით სუფთა“ (1964) და „დაგირავებული გული“ (1972). 1945 წელს დააჯილდოვა ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიამ, რომლის წევრიც თვითონ იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მაია ბოლაშვილი, მთარგმნელისაგან, „ჩვენი მწერლობა“, № 22, 2007, გვ. 61