კაროლინური ძაღლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაროლინური ძაღლი
წარმოშობის ქვეყანა შეერთებული შტატები
თვისებები
წონა მამრი 15-18 კგ.
მდედრი 13-15 კგ.
სიმაღლე მამრი 58-60 სმ.
მდედრი 55-58 სმ.
ბეწვი მრავალნაირი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

კაროლინური ძაღლი (ინგლ. Carolina Dog) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია აშშ-ში უძველეს ხანაში.

ფიქრობენ, რომ ეს ძაღლი იმ პირველყოფილი ძაღლების შთამომავალია, რომლებიც აზიელებს ახლდნენ დღევანდელი ბერინგის სრუტის გასწვრივ მოგზაურობისას 8000 წლის წინ. ჩვეულებრივ ეს ძაღლი ძალიან ეჭვიანია და მასთან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო. კაროლინური ძაღლი აღმოაჩინა ჯორჯიის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორმა დოქტორმა ა. ლეირ ბრისბინმა აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის სამშენებლო მოედანზე, მდინარე სავანის რაიონში. ეს მოშორებული რაიონია, სადაც ადამიანები ჩვეულებრივ არ ცხოვრობენ, ხოლო გარეული ძაღლები ასწლეულების განმავლობაში ისე ცხოვრობენ, რომ შინაურ ძაღლებთან შეჯვარების საშუალება პრაქტიკულად არ აქვთ. ბრისბინმა აღმოაჩინა, რომ ეს ძაღლები თითქმის ისევე გამოიყურებოდნენ, როგორც დინგო.

სხვა მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ კაროლინური ძაღლის ძვლების სტრუქტურა ძალიან გავს ინდიელთა ათასწლოვან სამარხებში აღმოჩენილი ნეოლითური ძაღლებისას. კაროლინურ ძაღლს ავს სწორი ზურგი, ძლიერი, დაკუნთული უკანა ფეები, მუქი-ყავისფერი, ნუშისებრი თვალები. კარგად უძლებს სიცივეს და სიცხეს, ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: