კარლ შინკელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ შინკელი 1836 წელს

კარლ ფრიდრიხ შინკელი (Schinkel) (დ. 13 მარტი, 1781, ნოირუპინი, ბრანდენბურგი, — გ. 9 ოქტომბერი, 1841, ბერლინი) — გერმანელი არქიტექტორი, ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა ბერლინის არქიტექტურის აკადემიაში (1798-1800) ფ. ჟილისთან. მუშაობდა უმეტესად ბერლინში. თავდაპირველად მისდევდა ფერწერასა და გრაფიკას. ნამუშევრები ძირითადად რომანტიკული სულისკვეთებისა იყო. შინკელი XIX ს. გერმ.ხუროთმოძღვრებაში გვიანი კლასიციზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნამუშევრები: ახალი საყარაულო (ახლა ფაშიზმისა და მილიტარიზმის მსხვერპლთა ძეგლი, 1816-18), დრამატული თეატრი (1819-21), ძვ. მუზეუმი (1824-28) ― ყველა ბერლინში. რომანტ. სულისკვეთებითაა აგრეთვე გამსჭვალული შინკელის ფსევდოგოტიკური ნაგებობები (სამლოცველო პეტროდვორეცში, 1831-33). მის უკანასკნელ ნამუშევრებში თავი იჩინა რაციონალიზმის ელემენტებმა (სამშენებლო აკადემიის შენობა ბერლინში, 1831-35). იყო არქიტ. თეორეტიკოსი.

ლიტერატურა[რედაქტირება]