კარლ ფრიდრიხ ნაუმანი
|
კარლ ფრიდრიხ ნაუმანი |
||
|---|---|---|
| დაბადების თარიღი | 30 მაისი, 1797 | |
| დაბადების ადგილი | დრეზდენი, გერმანია | |
| გარდაცვალების თარიღი | 26 ნოემბერი, 1873 | |
| გარდაცვალების ადგილი | დრეზდენი, გერმანია | |
| სამეცნიერო სფერო | გეოლოგია | |
კარლ ფრიდრიხ ნაუმანი (გერმ. Carl Friedrich Naumann; დ. 30 მაისი, 1797, დრეზდენი — გ. 26 ნოემბერი, 1873, დრეზდენი) — გერმანელი მინერალოგი და გეოლოგი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრ-კორესპონდენტი (1857). დაიბადა ქალაქ დრეზდენში, მუსიკოსისა და კომპოზიტორის ოჯახში. განათლება მიიღო პფორტაში, სწავლობდა ფრაიბერგის სამთო სკოლაში, ხოლო მოგვიანებით ლაიფციგსა და იენაში. სასწავლებელი დაამთავრა ქალაქ იენაში და 1823 წელს იქვე დაიწყო სწავლება, ხოლო 1 წლის შემდეგ გადაინაცვლა ქალაქ ლაიფციგში. 1835 წელს ფრაიბერგში გახდა გეოგნოზიის პროფესორი. 1842 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტში გახდა მინერალოგიისა და გეოგნოზიის პროფესორი. 1846 წელს ბერნჰარდ ფონ კოტასთან ერთად შექმნა საქსონიის გეოლოგიური რუკა. კარლ ფრიდრიხ ნაუმანი ენციკლოპედიური ცოდნით იყო აღჭურვილი. 1821-1822 წლებში იმოგზაურა ნორვეგიაში, რის შემდეგ დაწერა ნაშრომები კრისტალოგრაფიაში, მინერალოგიასა და გეოლოგიაში. ავტორია სახელმძღვანელოებისა გეოლოგიასა და მინერალოგიაში. 1866 წელს კაინოზოური ჯგუფის რიგით პირველი სისტემისათვის შემოიღო სახელწოდება პალეოგენური სისტემა. 1868 წელს მიენიჭა ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების უოლასტონის სახელობის მედალი. გეოლოგიურ ლიტერატურაში შეიტანა ცნება მეტასომატოზი. მისი სახელობისაა კრატერი მთვარეზე.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- კარლ ფრიდრიხ ნაუმანი (გერმანული)
- კარლ ფრიდრიხ ნაუმანი (გერმანული)
- კარლ ფრიდრიხ ნაუმანი (რუსული)