კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი
| კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი Karl-Theodor zu Guttenberg |
||
| გერმანიის თავდაცვის მინისტრი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 28 ოქტომბერი, 2009 – 1 მარტი, 2011 | ||
| კანცლერი | ანგელა მერკელი | |
|
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 10 თებერვალი, 2009 – 27 ოქტომბერი, 2009 | ||
| კანცლერი | ანგელა მერკელი | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 2002 – 2011 | ||
|
|
||
| დაბადებული | 5 დეკემბერი, 1971 მიუნხენი |
|
| პოლიტიკური პარტია | CSU | |
| რელიგია | კათოლიკე | |
კარლ-თეოდორ ფრაიხერ ფონ უნდ ცუ გუტენბერგი (გერმ. Karl-Theodor Freiherr von und zu Guttenberg) (დ. 5 დეკემბერი, 1971) — გერმანელი პოლიტიკოსი, ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის გენერალური მდივანი (2008-2009), გერმანიის ეკონომიკის მინისტრი (2009), გერმანიის თავდაცვის მინისტრი (2009-2011).
კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი სარგებლობს დიდი პოპულარობით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. იგი არის თავადი წარმომავლობით. მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო გერმანიის ბუნდესტაგში 2002 წელს, მას შემდეგ კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი რჩება პოლიტიკურ არენაზე. ანგელა მერკელმა ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში შესთავაზა თავდაცვის მინისტრის სამსახური.
2011 წლის 1 მარტს იგი ძულებული გახდა გადამდგარიყო თავდაცვის მინისტრის პოსტიდან – გუტენბერგს ბრალი დასდეს პლაგიატში. მანამდე მას ჩამოართვეს სამეცნიერო ხარისხი, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი დისერტაციის უდიდესი ნაწილი სხვა წყაროებიდან იყო კოპირებული.[1]