კარლოს რაულ ვილიანუევა
| კარლოს რაულ ვილიანუევა | |
| პირადი ინფორმაცია | |
|---|---|
| მშობ. სახელი | |
| დაიბადა | 30 მაისი 1900, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
| გარდაიცვალა | 16 აგვისტო, 1975, კარაკასი, ვენესუელა |
| ნაშრომები | |
| მნიშვნელოვანი შენობები | „საუნივერსიტეტო ქალაქი“ „დიდი აუდიტორია“ და სხვ. |
კარლოს რაულ ვილიანუევა (ესპ. Carlos Raúl Villanueva; დ. 30 მაისი 1900, ლონდონი — გ. 16 აგვისტო, 1975, კარაკასი) — ვენესუელელი არქიტექტორი. მისი ნამუშევარი „კარაკასის საუნივერსიტეტო ქალაქი“ შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში (2000).
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
კარლოს რაულ ვილიანუევა დაიბადა 1900 წლის 30 მაისს. იგი იყო კარლოს ანტონიო ვილიანუევის და პაულინა ასტულის შვილი. სწავლობდა პარიზის ნატიფ ხელოვნებათა ეროვნულ სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1928 წელს. 1929 წლიდან მუშაობდა ვენესუელაში. ლათინური ამერიკის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. კარაკასში ააგო „საუნივერსიტეტო ქალაქი“ (1944-1970), „სტადიონი“ (1950), „დიდი აუდიტორია“ (1952) და სხვ. დააპროექტა საცხოვრებელი კომპლექსები კარაკასში, რომელთა შორისაა: „ელ-პარაისო“, „23 იანვარი“ და სხვ.
მისი ნამუშევრები გამოირჩევა გაბედული კონსტრუქციული სისტემითა და მხატვრული გამომსახველობით, კომპოზიციათა დინამიური ექსპრესიულობით, ხოლო საცხოვრებელი კომპლექსები — ტერიტორიისა და ბინების რაციონალური დაგეგმარებით, უხვად იყენებდა ქანდაკებას, ფერწერასა და მოზაიკას.
დიდი როლი ითამაშა ქალაქების: კარაკასის, მარაკაისა და ვენესუელის სხვა ქალაქების მოდერნიზაციის განვითარებისათვის.
[რედაქტირება] გალერეა
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) კარლოს რაულ ვილიანუევა – ენციკლოპედია ბრიტანიკა
- (ინგლისური) Villanueva Foundation - ოფიციალური ვებ-გვერდი
- (ინგლისური) UNESCO World Heritage website on the Ciudad Universitaria de Caracas
- (ესპანური) Dedicated to the Centenary of his birth
- (ესპანური) Central University of Venezuela website dedicated to his life and Works
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 410, თბ., 1979 წელი.
- Moholy-Nagy S., Carlos Raul Villanueva, Stuttg., 1964.