კარდისის საზავო ხელშეკრულება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქოხი სადაც ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას

კარდისის საზავო ხელშეკრულება – დაიდო რუსეთსა და შვედეთს შორის სოფელ კარდისში, დერპტის მახლობლად, 1661 წელს. კარდისის საზავო ხელშეკრულებამ რუსეთ-შვედეთის 1656-1658 წლების ომი ე. წ. „საუკუნო ზავით“ დაასრულა. 1659-1662 წლებში რუსეთის ჯარის არაერთმა დამარცხებამ პოლონელებთან და პოლონეთ-შვედეთის 1660 წლის საზავო ხელშეკრულებამ არახელსაყრელ პირობებში ჩააყენა რუსეთი, რომელიც იძულებული გახდა შვედეთისათვის დაეთმო ესტლანდიისა და ლიფლანდიის ქალაქები. რუსეთსა და შვედეთს შორის აღდგა 1617 წლის სტოლბოვოს ზავით გათვალისწინებული საზღვარი, კარდისის საზავო ხელშეკრულებამ საშუალება მისცა რუსეთს განეგრძო ომი პოლონეთთან უკრაინისა და ბელორუსიისათვის, რადგან შვედეთმა ვალდებულება იკისრა არ დახმარებოდა პოლონეთს.

ლიტერატურა[რედაქტირება]