კარდინალი (ფრინველი)

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კარდინალი.
კარდინალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ბეღურასნაირნი
ოჯახი: Cardinalidae
გვარი: Cardinalis
სახეობა: კარდინალი
ლათინური სახელი
Cardinalis cardinalis

კარდინალი (ლათ. Cardinalis cardinalis), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 20 სმ აღწევს. აქვს მსხვილი, კონუსისებური ნისკარტი, თავზე - ქოჩორი, გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ბინადრობს ტყეებსა და ბაღებში. სახელწოდება მამლის წითელი (კარდინალის მანტიისფერი) შეფერილობის გამო მიიღო. დედალი მურა ფერისაა. დებს 3-4 კვერცხს, კრუხობს 2 კვირამდე. კარდინალი იკვებება მწერებით, მცენარეებით, მცენარეთა თესლითა და მარცვლებით.

პირადი ხელსაწყოები