კარდამონის მთები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კარდამონის მთები — მთები ინდოეთის სამხრეთით, დასავლეთ გატების სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე 2019 მ-მდე (მთა კოტაიმალაი). უმთავრესად აგებულია გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით. კალთები ციცაბოა და ღრმა ხეობებით არის დანაწევრებული. შემოსილია ნოტიო ტროპიკული ტყით. არის ჩაისა და კაუჩუკის პლანტაციები.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 398, თბ., 1980 წელი.