კარაპირო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კარაპირო | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 52 მ |
| სიგრძე | 11 კმ |
| სიგანე | 0,9 კმ |
| ფართობი | 7,7 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 30 მ |
| საშუალო სიღრმე | 11 მ |
| ჩამდინარე მდინარეები | უაიკატო |
| გამომდინარე მდინარე | უაიკატო |
კარაპირო (ინგლ. Lake Karapiro) — ხელოვნური ტბა ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთის კუნძულზე, მდინარე უაიკატოზე. ქალაქ ჰამილტონიდან მდებარეობს 30 კილომეტრში. შეიქმნა 1947 წელს ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ. სიგრძე 11 კმ, სიგანე 900 მ. სარკის ფართობი 7,7 კმ². უდიდესი სიღრმე 30 მ.[1]
წყალსაცავზე ტარდება სპორტული ვარჯიშები. 1978 და 2010 წწ. აქ გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი აკადემიურ ნიჩბოსნობაში.[2] ადგილობრივ ენაზე ტბის სახელწოდება ნიშნავს „ცუდი სუნის ქვებს“.[3]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Viner, A.B., ed (1987). Inland waters of New Zealand. Wellington: DSIR Science Information Publishing Centre. pp. 471—474. ISBN 0-477-06799-9.
- ↑ Что день грядущий нам готовит?
- ↑ Mighty River Power Generation: About Us: Karapiro