კაპუეტა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაპუეტა
Agropyron cristatum.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ერთლებნიანები
ოჯახი: მარცვლოვანნი
გვარი: კაპუეტა
ლათინური სახელი
Agropyron
დაცვის სტატუსი

კაპუეტა (ლათ. Agropyron), მრავალწლოვან მცენარეთა გვარი (მარცვლოვანთა ოჯახი). საქართველოში 2 სახეობიდან უფრო გავრცელებულია Agropyron pectinatum აქვს ფუნჯა ფესვი, თავთავი ყვავილედი, უცხო ან მოკლე ფხიანი. ნაყოფი — მოგრძო მარცვალა. თავთავის ფორმის მიხედვით განასხვავებენ ვიწროთავთავიანებს და ფართოთავთავიანბეს. საკმაოდ გავრცელებულია, ხარობს ველად, მშრალ მდელოებზე. ზამთარ- და გვალვაგამძლეა, იყენებენ ხელოვნური მდელოების შესაქმნელად როგორც ბალახნარევების კომპონენტს. კარგად იზრდება მსუბუქ თიხნარებზე, ქვიშიან და ქვიშნარ ნიადაგებზე. მწვანე მასა და თივა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა საუკეთესო საკვებია, თიბავენ წელიწადში ერთხელ დათავთავების დროს, დიდ მოსავალს იძლევა მე-3—4 წელს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ყრუაშვილი გ., ქსე, ტ. 5, გვ. 389, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე