კაპრიზი №24 (პაგანინი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კაპრიზი (კაპრიჩიო) №24 ლა მინორში, ოპ.1 არის ნიკოლო პაგანინის სოლო ვიოლინოსათვის დაწერილი განთქმული 24 კაპრიზის ფინალი. ეს ნაწარმოები ითვლება ერთ-ერთ ურთულეს ნაწარმოებად ვიოლინოსათვის. ის შეიცავს უსწრაფეს არპეჯიოს და პიციკატოს. ასევე სირთულე დაბალი ოქტავიდან მაღალ ოქტავამდე სწრაფად გადასვლაა.
თემაზე დაწერილი ვარიაციები [რედაქტირება]
- რობერტ შუმანი - Études d'après les Caprices de Paganini (1832)
- რობერტ შუმანი - Six Études de concert sur les Caprices de Paganini (1833)
- ლეოპოლდ აუერი - დაუმატა ფორტეპიანოს აკომპონიმენტი
- ალისონ ბალსომი - ჩაწერა თავისი დაკრული ნაწარმოები, არანჟირებული საყვირისათვის
- ჯეიმს ბარნესი - "ფანტაზია ვარიაცია ნიკოლო პაგანინის თემაზე". არანჟირებულია სასულე ორკესტრისათვის
- ბორის ბლაჩერი - "ვარიაცია პაგანინის თემაზე" (1947) ორკესტრისათვის
- იოჰანეს ბრამსი - "ვარიაცია პაგანინის თემაზე" ოპ.35 (1862-63) სოლო ფორტეპიანოსთვის (2 წიგნი)
- ჰანს ბოტერმუნდი - "ვარიაცია პაგანინის თემაზე"
- ელიოტ ფისკი - გაუკეთა არანჟირება გიტარაზე
- იგნაც ფრიდმანი - პაგანინის თემის შესწავლა ოპ.47 (1914)
- ბენი გუდმანი - XXIV კაპრიზი
- ვიქტორ ლაბუნსკი - "ოთხი ვარიაცია პაგანინის თემაზე" ფორტეპიანოსათვის
- ფერენც ლისტი - Grande Fantaisie de bravoure sur La Clochette სოლო ფორტეპიანოსათვის S.420 (1832-4)
- ფერენც ლისტი - მეექვსე და ბოლო ნაწარმოები Études d'exécution transcendante d'après Paganini-იდან სოლო ფორტეპიანოსათვის S.140 (1838)
- ფერენც ლისტი - (S.140/6) Six Grandes Études de Paganini
- ფერენც ლისტი - Grand Fantaisie (ვარიაციები) sur des thèmes de Paganini სოლო ფორტეპიანოსათვის, S.700
- ენდრიუ ლოიდ ვებერი - ვარიაციები (1977) დაწერილი ჩელოსა და როკ ჯგუფისათვის, მოგვიანებით არანჟირებული ჩელოსა და ორკესტრისათვის
- ვიტოლდ ლუტოსლავსკი - ვარიაციები პაგანინის თემაზე (1940-41) ორი ფორტეპიანოსათვის. 1978 შექმნა ვერსია ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის
- ნატან მილშტეინი - პაგანინიანა 24 კაპრიზის ვარიაციები სხვა კაპრიზების დახმარებით
- რობერტ მუძინსკი ვარიაციები ოპ.48
- პაველ ნეჩეპარენკო - ვარიაციები პაგანინის თემაზე ბალალაიკისათვის
- სერგეი რახმანინოვი - რაფსოდია პაგანინის თემაზე ოპ.43 (1934) 24 ვარიაცია ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის
- სტანისლავ სკოვაჩევსკი - "კონჩერტო ნიკოლო" ფორტეპიანოსა (მარცხენა ხელი) და ორკესტისათვის
- კაროლ შიმანოვსკი - "სამი კაპრიზი პაგანინის თემაზე" ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1918)
სტატიის