კაპიტულარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაპიტულარებიკაროლინგების დინასტიის ფრანკთა მეფეების კანონები და განკარგულებანი, რომლებიც დაყოფილი იყო პატარ-პატარა თავებად (ლათ. Capitula, აქედან – სახელწოდება). უძველესი კაპიტულარები განეკუთვნება 827 წელს. კაპიტულარები აწესრიგებდა სამხედრო ბეგარას, დაპყრობილი მიწა-წყლის მართვა-გამგეობას, სამონეტო საქმეს და სხვ., აკანონებდა გლეხთა ფეოდალურ დამოკიდებულებას. მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა „კაპიტულარი მამულების შესახებ“ (დაახლ. 800 წ.) – კარლოს დიდის ინსტრუქცია სამეფო ადგილ-მამულის სამეურნეო ორგანიზაციის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]