კაპიტანი ფებუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფებუსი ესმერალდასთან ერთად 1837 წლის ილუსტრაცია

კაპიტანი ფებუს დე შატოპერი არის გამოგონილი გმირი ვიქტორ ჰიუგოს რომანისა "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი". იგი არის მეფის მეისრეების კაპიტანი. ფებუსის სახელი უკავშირდება ბერძნული მითოლოგიის მზის ღმერთ აპოლონის სახელს (რომელსაც ფებოსსაც უწოდებდნენ), რომელსაც ჰგავდა ფებუსი გარეგნობითა და მოისრობაში.

რომანში[რედაქტირება]

რომანში ფებუსი არის ანტაგონისტი პერსონაჟი. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო დიდგვაროვანი და პირმშვენიერი, იმავდროულად იგი წარმოჩინებულია, როგორც ქედმარალი, მიუნდობელი და მექალთანე. იგი გადაარჩენს ესმერალდას კვაზიმოდოსგან. ესმერალდას კი იგი შეუყვარდება. თუმცა, ფებუსს ქალი არ შეუყვარდება, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლის ესმერალდა შეეცდინა. იმ ღამით, როცა ესმერალდა და ფებუსი ერთმანეთს შეხვდებიან, შურიანი კლოდ ფროლო უკნიდან ხანჯლის ჩარტყმით დაჭრის ფოებუსს და გაიქცევა, თავს დაირწმუნებს რა, რომ ფოებუსი მოკვდა. ფროლოს მოლოდინის საწინააღმდეგოდ ფოებუსი გამოჯანმრთელდება და ფობუსის მოკვლის მცდელობა ესმერალდას დაბრალდება. ფოებუსს შეეძლო მისი დაცვა სასიკვდილო განაჩენისგან და მისი უდანაშაულობის დამტკიცება, მაგრამ მან დუმილი ამჯობინა. რომანის დასასრულს იგი დაინიშნება ფლორ-დე-ლისზე და სინანულისა და სინდისის ქენჯნის გარეშე უყურებს ესმერალდას სიკვდილით დასჯას. დასასრულს კი, ჰიუგო შენიშნავს, რომ ფებუსი იტანჯება ფლორ-დე-ლისზე ქორწინებისგან.