კანონიერი ქურდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კანონიერი ქურდი — ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ტერმინი. „კანონიერი ქურდები“ — დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელსაც მსოფლიო პრაქტიკაში ანალოგი არ გააჩნია[1]. ტრადიცია ჩამოყალიბდა 1930-იან წლებში და ახასიათებს კრიმინალური კოდექსების მკაცრი პრინციპების არსებობა, ასევე ჩაკეტილობისა და კონსპირაციის გარკვეული დონე[2]. ძირითადად, „კანონიერი ქურდი“ ითვალისწინებს, რომ ამ ტრადიციების მიმდევარი უნდა იცავდეს გარკვეულ ადათ-წესებსა და პრინციპებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანონიერი ქურდების გამოჩენას მიაწერენ 1930-იან წლებს, როდესაც სტალინის რეჟიმის რეპრესიებით პოლიტიკური ოპოზიციის აქტიურობა დახშული იქნა და გაძლიერდა ბრძოლა ზოგად კრიმინალთან. ამ ბრძოლამ იმატა კოლექტივიზაციასთან და 1932-1933 წლების შიმშილთან დაკავშირებით. დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენელთა ძირითად გამაერთიანებელ ძალად იქცა არაპოლიტიკური წინააღმდეგობის და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილების ტენდენცია, ხოლო ერთგვარ ელიტად - კანონიერი ქურდები, რომლებიც თავს რევოლუციამდელი რუსეთის კრიმინალური ტრადიციების მატარებლებს უწოდებდნენ[3].

კანონიერ ქურდებს აერთიანებდა ქცევის, ტრადიციებისა და ადათ-წესების გამორჩეული კოდექსი. აქ იგულისხმებოდა საზოგადო ნორმებისა და წესების მიუღებლობა, მათ შორის, ოჯახთან დაკავშირებით (კანონიერ ქურდს რომელიმე ქალთან მუდმივი კავშირი არ უნდა ჰქონოდა). მნიშვნელოვანი იყო ასევე სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის სრული აკრძალვა[4].

1940-იან წლებში კანონიერი ქურდების დიდი ნაწილი მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში და ტრადიციებმა აქტუალურობა ოდნავ დაკარგეს. ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამო ასეთ მონაწილეებს „ბოზებს“ (რუს. cуки) უწოდებდნენ. გერმანიიდან, დიდი სამამულო ომიდან დაბრუნების შემდეგ ისინი დაბრუნდნენ გულაგში, სადაც მათ და კანონიერ ქურდებს შორის (რომლებმაც საკუთარ პრინციპებზე უარი არ თქვეს) ე.წ. „ბოზური ომი“ (რუს. сучья война) დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი დანაკარგი მოიტანა[5].

1979 წელს კისლოვოდსკში გაიმართა კრიმინალური ლიდერებისა და არალეგალი მეწარმეების (ე.წ. „ცეხოვიკების“, რუს. цеховик) შეხვედრა, ე.წ. „სხოდკა“ (რუს. сходка). შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება - მეწარმეები შემოსავლის 10%-ს გადაიხდიდნენ ქურდების მხრიდან ხელშეუხებლობის სანაცვლოდ[6].

თანამედროვე კანონიერი ქურდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად კანონიერ ქურდად ითვლება ადამიანი, რომელიც ნასამართლევია და წარმოადგენს დანაშაულებრივ სფეროში გარკვეულ ავტორიტეტს, რომლის მიმართ შემდგომში ხორციელდება სპეციალური პროცესი, რის შემდეგაც იგი „მონათლულია“ კანონიერ ქურდად[7]. ქალთა მუდმივი ურთიერთობისა და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის აკრძალვა კვლავ ძალაშია, თუმცა დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ეს წოდება არანასამართლევი პიროვნებების მიერ იქნა მიღებული — ხოლმე, ფულის სანაცვლოდაც (ასეთ ქურდებს რუსეთში „ფორთოხლებს“ უწოდებენ)[8].

1993—1999 წლებში კანონიერი ქურდების რაოდენობა[9], 2010 წლის მონაცემებით
1993 1994 1995 1996 1997 1998 1999 2010[10][11][12][13]
1200 1280 1420 1480 1500 1560 1106 149

მრავალი სხვა კრიმინალური საზოგადოებისგან განსხვავებით, კანონიერი ქურდების გაერთიანებას ერთი ფუძე არ გააჩნია. მისი ზედა დონე მოქმედებს მონაწილეთა სრული თანასწორობის პრინციპით. მსგავსი გაერთიანებების მართვის ორგანოა „სხოდკა“, რომელზეც საორგანიზაციო საკითხები წყდება, მათ შორის, წერილობითი მიმართვები დანაშაულებრივი სამყაროს მიმართ („ქსივები“, „ქურდული პრაგონები“)[2]. კანონიერი ქურდები მიისწრაფიან პატიმრებზე კონტროლის დამყარებისკენ — როგორც მიმართვებით, ასევე მოსყიდვით და დაშინებით[14].

კანონიერი ქურდების გაერთიანების ფუნქციებში შედის: ცალკეული კრიმინალებისა და მათი ჯგუფების გაერთიანება, კრიმინალური საქმიანობის სხვადასხვა სფეროს კონტროლი, კრიმინალურ სფეროში კონფლიქტების მოგვარება, საერთო დანაშაულებრივი სალაროების („ობშიაკების“) გამოყენების კონტროლი, უცხო ქვეყნების დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან გარე კონტაქტები[15].

კანონიერი ქურდები ერთიან ჯგუფს არ წარმოადგენენ. მათ შორის მუდმივად მიმდინარეობს ბრძოლა მმართველობისათვის, გამოირჩევა ერთმანეთის მოწინააღმდეგე დაჯგუფებები: „კანონიერები“, „შავები“ და „წითლები“, „სლავები“ და „კავკასიელები“, „აგურები“ და „ყვავები“, თუმცა რუსეთში სწორედ ისინი ასრულებენ კოორდინატორულ ფუნქციას, ახდენენ რა ორგანიზებული დანაშაულებრივი სტრუქტურის სტაბილურობას[16].

განსაკუთრებით საშიშია ისეთი კანონიერი ქურდები, რომლებიც აკონტროლებენ ეკონომიკურ კრიმინალს და ახდენენ გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. მაგალითად, რუსეთში ასეთი ადამიანი დაახლოებით 10-15-ია[17].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. МВД России: энциклопедия.
  2. 2.0 2.1 კრიმინოლოგია: სახელმძღვანელო/ ნ. კუზნეცოვას და ვ. ლუნეევის რედაქციით, 2-ე გამოცემა, გადამუშ. და დასრულ., 2004, გვ.. 396.
  3. Роулинсон П. Российская организованная преступность: краткая история // Российская организованная преступность: новая угроза? М., 2000. С. 75.
  4. Роулинсон П. Российская организованная преступность: краткая история // Российская организованная преступность: новая угроза? М., 2000. С. 76.
  5. პ. როულინსონი. Российская организованная преступность: краткая история // Российская организованная преступность: новая угроза? М., 2000. С. 82.
  6. Гуров А. И. Профессиональная преступность: прошлое и современность. М.: Юридическая литература, 1990. С. 169.
  7. Криминология: Учебник / Под ред. В. Н. Кудрявцева и В. Е. Эминова. 3-е изд., перераб. и доп. М., 2005. С. 373.
  8. კრიმინოლოგია: სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის / ა. დოლგოვას საერთო რედაქციით. 3-е изд., перераб. и доп. М., 2007. С. 514.
  9. კრიმინოლოგია: სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის / ა. დოლგოვას საერთო რედაქციით. 3-е изд., перераб. и доп. М., 2007. С. 522.
  10. Криминальные войны: «Воры в законе» собираются на специальную встречу для «разбора полетов» — Новости Украины. Интерфакс-Украина. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-17. ციტირების თარიღი: 2012-04-12.
  11. ИА КОМИИНФОРМ | Вор в законе Пичуга из Коми обхаживал депутатов Госдумы, пытаясь внедрить к ним в помощники своих ставленников
  12. Актуальные комментарии
  13. Осенью ряды российских воров в законе основательно проредят
  14. Криминология: Учебник / Под ред. В. Н. Кудрявцева и В. Е. Эминова. 3-е изд., перераб. и доп. М., 2005. С. 374.
  15. კრიმინოლოგია: სახელმძღვანელო/ ნ. კუზნეცოვას და ვ. ლუნეევის რედაქციით, 2-ე გამოცემა, გადამუშ. და დასრულ., 2004, გვ.. 397.
  16. კრიმინოლოგია: სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის / ა. დოლგოვას საერთო რედაქციით. 3-е изд., перераб. и доп. М., 2007. С. 522—523.
  17. კრიმინოლოგია: სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის / ა. დოლგოვას საერთო რედაქციით. 3-е изд., перераб. и доп. М., 2007. С. 526.