კანვას დინასტია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაგადჰას იმპერია

კანვა — დინასტია, რომელიც მართავდა მაგადჰას სამეფოს აღმოსავლეთ ინდოეთში შუნგას დინასტიის დაცემის შემდეგ. კანვას დინასტიის მმართველობის წლებია ძვ.წ. 75 - 26 წ.წ. დინასტიის დამაარსებელია პირველი მეფე ვასუდევა, რომელმაც ძვ.წ. დაამხო 75 წ. ე. დაამხო შუნგას დინასტიის უკანასკნელი მეფე, თუმცა კანვები უფლებას აძლევდნენ შუნგებს, ემართათ სახელმწიფოს განაპირა მხარეები. ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის პერიოდში კანვების 4 მეფე შეიცვალა. მათ მმართველობას ბოლო მოუღეს სამხრეთიდან მოსულმა სატავაჰანებმა.

კანვას დინასტიის მეფეები[რედაქტირება]

  • ვასუდევა (ძვ.წ. 75 — 66 წ.წ.)
  • ბჰუმიმიტრა (ძვ. წ.66 — 52 წ.წ.)
  • ნარაიანა (ძვ.წ. 52 — 40 წ.წ.)
  • სუსარმანი (ძვ.წ. 40 — 26წ.წ.)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]