კანდარია მაჰადევა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანდარია მაჰადევა
ჩრდილო-აღმოსავლეთის ფასადი

კანდარია მაჰადევა — უდიდესი, ყველაზე ორნამენტული და კარგად შემონახული შუა საუკუნეების ჰინდუს ტაძარი ხაჯურაჰოში მადჰია-პრადეშში, ინდოეთში. ხაჯურო ერთ დროს ჩანდელა რაჯპუცის რელიგიური დედაქალაქი იყო და დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ინდოეთში.

კანდარია მაჰადევას ტაძარი აგებული უნდა იყოს ვიდიადხარას მიერ, რომელიც გადმოცემით ჩანდელას უდიდესი მეფე ყოფილა. ტაძარი დაახლოებით 1050 წელს აიგო; შიხარა ანუ მთავარი ქიმი 31 სიმაღლისაა და შივას წმინდა მთა მერუს განასახიერებს; მის ირგვლივ კი 84 მინიატურული გუმბათია. საკურთხეველზე, ტაძრის შიგნით, მარმარილოს ლინგამია (ფალოსი), რომელიც შივას განასახიერებს. ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

ასევე,ტაძრის ზედაპირზე შუქ–ჩრდილის თამაში ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას,თითქოსტაძარი მოძრაობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]