კანგალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კანგალი

კანგალი — ერთ-ერთი იმ შინაურ ცხოველთაგანია, რომელიც თავის ფუნქციას — დაცვას იდეალურად ასრულებს. კანგალი თურქეთის ნაციონალურ ჯიშად არის აღიარებული. ამ ძაღლს, რომელსაც ზრდასრულ ასაკში ძნელად თუ შეხვდებით 120 ფუნტზე (64კგ) ნაკლები წონისას, ტრადიციულად იყენებდნენ დაცვისთვის. კანგალი მიეკუთვნება მასტიფის ტიფს. კანი აქვს გამძლე, ფერმკრთალია ან სიასამურის ბეწვის ტიპის (რომელიც ძალზედ ძვირფასია) და აქვს შავი სახე (აუცილებლად). კანგალის მეორე სახელია ”კარაბაში”, რომელიც ითარგმნება როგორც შავ-თავა (თურქულად კარა-თავი ; ბაშ - თავი). ამ ჯიშს ხშირად მიაკუთვნებენ მეცხვარულ ძაღლს, მაგრამ მხოლოდ ამ ტიპად მოხსენიება არ შეიძლება, რადგან ის აქტიურად გამოიყენება არა ფარის შესაკრებად და გასარეკად (რაც მეცხვარის მოვალეობაში შედის), არამედ ცხვრის დასაცავად მგლისგან, ტურისგან და დათვისგანაც კი. ბავშვებისადმი კეთილადგანწყობილმა და მათმა მცველმა კანგალმა, ფართოდ მოიკიდა ფეხი თურქეთის ტერიტორიაზე.

გარეგნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოზრდილ მამლებს დაახლოებით 28 ინჩის (75 სმ) სიმაღლის ფეხები აქვთ და იწონიან 60კგ-ს. ძუები ყოველთვის მნიშვნელოვნად პატარები და ნაკლებწონიანები არიან. ლეკვების წონა დაბადებისას აღწევს 900 გრამამდე და ამ დღიდან შვიდი კვირის შემდეგ ისინი უკვე 10კგ ს აღწევენ. კანგალი ნაკლებად წონიანია, ვიდრე მისი მონათესავე მასტიფური ჩამომავლობის ძაღლები, რაც საშუალებას აძლევს მას, განავითაროს 50კმ/სთ სიჩქარე. კანგალის კანი დაფარულია დაბალი რუხი ბეწვით, რომელიც თავის მხრივ გრძელი, უხეში ბეწვითაა დაფარული. ორმაგი ბეწვი უზრუნველყოფს დაცვას ზამთრის ყინვისა და ზაფხულის სიცხისგან, იმ დროს, როდესაც მისი გრძელი და უხეში ე.წ. ზედა ბეწვი წვიმას და თოვლს “იგერიებს”.

ფერი და ტყავის ტიპი შესაძლოა ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება იყოს კანგალისა აკბაშისაგან და ანატოლიურისაგან. ბეწვი უნდა იყოს დაბალი, ხშირი და არა გრძელი. ფერი: ფერმკრთალი მოწითალო-მიხაკისფერი ან მოყვითალო ყავისფერი. ყველა კანგალს აქვს შავი სახე, და შავი ან მოშავო ყურები. გამოკვეთილი თეთრი ადგილები: მკერდი, ნიკაპი, ფეხის თითები, შეიძლება არ იყოს დაშვებული სტანდარტის მიხედვით. გვხვდება კანგალები (უმეტესად მძიმე) რომელთაც მუქი ფეხები და მკერდი აქვთ. ბეწვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ზოლიანი ან ლაქებიანი. მცველად აღსაზრდელ კანგალს მწყემსები ყურებს აჭრიან დაბადებიდან რამდენიმე კვირაში. ეს მის გარეგნობას ალამაზებს და იცავს - ყური ძაღლის ყველაზე სუსტი ორგანოა. გრძელი ყურები მოწყვლადია (სუსტი წერტილი) მტაცებელთან ორთაბრძოლისას.

ტემპერამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდეალური კანგალი უნდა იყოს წყნარი, დამოუკიდებელი და დამცველი. ისინი შეიძლება გულგრილები იყვნენ უცხო პირების მიმართ, მაგრამ უცხო გარემოში კანგალი ძალიან მეგობრულია მნახველების, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. ისინი არასდროს არიან მორცხვები ან ავები. კარგად გაწვრთნილი კანგალი არის მგრძნობიარე და სულ ფხიზლად არის, რომ სიტუაციის ცვლილება არ გამოეპაროს. ის საჭირო შემთხვევებში, ყოველთვის სწორად იღებს გადაწყვეტილებებს და უსაზღვრო სიმამაცესაც იჩენს. ისინი შეიძლება ვერ შეეწყონ გამოუცდელ მეძაღლეებს, რადგან კანგალის დამოუკიდებელი ხასიათი მას რთულ მოსწავლედ სახავს უმრავლესობისთვის.

დაცვითი ქცევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანგალი ირჩევს ისეთ ადგილს, რომელიც გადაჰყურებს მისთვის განსაზღვრულ გასაკონტროლებელ ტერიტორიას. ცხელ დღეებში ძაღლი ამოთხრის ხოლმე ორმოს და ჩაწვება სიგრილის შესანარჩუნებლად. გამოუცდელი კანგალები ცდილობენ, რომ მათზე უფროსებთან გაატარონ დრო. კანგალები მუშაობენ წყვილ-წყვილად ან გუნდად, გასაკონტროლებელი ტერიტორიის სიდიდის მიხედვით. მათი პატრულირების სიხშირე განსაკუთრებით მატულობს ღამ-ღამობით.

როცა კანგალი რაიმე საეჭვოს შეამჩნევს, ის ყურებს ცქვეტს, კუდს მაღლა სწევს და ყეფას იწყებს, ცხვრებს ”უბრძანებს” მის გარშემო თავმოყრას მათი დაცვის გასაადვილებლად. ამ შემთხვევაში, კანგალს ინსტინქტი კარნახობს, რომ ჩადგეს იმ საეჭვო ადგილსა და პატრონის ან ცხვრის შუაში.

როცა ცხვარს დააბინავებენ კანგალი ბრძოლას იწყებს მტაცებელთან (უმეტეს შემთხვევაში ტურა და მგელი). კანგალი, მგელთან პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში, გამოცდილი მტრის დაშინებაში , აშინებს მტერს, მაგრამ თუ მტაცებელი არ შეშინდა, მაშინ ფიზიკური ბრძოლის აუცილებლობაა. მგლის კვლაში გამოცდილ კანგალებს თავიანთ სამშობლო - თურქეთში უწოდებენ "kurtçul kangal"- ებს. ისინი ნათლად უმტკიცებენ იმ ადამიანებს, რომლების დაობენ რომ ის მგელს ვერ მოერევა, რომ მათ შეუძლიათ ეს მათი მგელზე უფრო დიდი თავის ზომით და ბევრად ძლიერი ყბების მეშვეობით.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძაღლების ქანდაკებები, რომლების აღწერენ იმ ძაღლებს, რომლებიც ნადირობის დროს დაჰყვებოდნენ ხოლმე ასირიელ მეფე აშურბანიფალს, ძალიან ჰგავს დღევანდელ თურქეთის კანგალებს. ჰეროდოტე იხსენიებს “განიერ”, დიდ, მძლავრ ჯიშს, რომელსაც უწოდებს ”ინდურ ძაღლს”, რომელიც შემონახულია ბაბილონელების მიერ. არის მოსაზრებაც, რომ მაშინდელი ძველი თურქეთის ძაღლები, რომლებიც აღწერილი ჰქონდა ჯერ კიდევ ჰეროდოტეს, არ გასნხვავდებიან ძაღლებისაგან, რომლებიც ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გვხვდება. ეს აზრი ემყარება იმ წყაროს, რომ კანგალის წინაპრები მიგრირებულები იყვნენ ცენტრალური აზიიდან. ინფორმაციის ნაკლოვანების გამო, ყოველი კანგალის მონათესავე ჯიში თურქეთის ახლო მეზობელ ქვეყნებში უმეტეს შემთხვევაში მიიჩნევა კანგალად.

თურქეთში სჯერათ, რომ კანგალები გაჰყვნენ ოღუზ თურქებს გენგის ხანისგან გაქცევისას, მცველ ძაღლებად. მათი გრძელი მოგზაურობის მარშრუტი იყო ცენტრალური აზია - ანატოლია და ეს მოგზაურობა XI საუკუნით თარიღდება. არის საფუძვლიანი მოსაზრებაც, რომ თურქული ცხვრის ძაღლებისნაირი ძაღლები შეიძლებოდა იმ მოგზაურობის დროს სასოფლო ტერიტორიებზეც ყოფილიყვნენ გავრცელებულნი.

უახლესი საიმედო და საფუძვლიანი თურქული კანგალების რიცხვითი აღრიცხვა მოახდინა Evliya Çeleb მა. მის ”მოგზაურობების წიგნში” ის აღწერს იანირიჩების (ისტორიული ტომი) ცერემონიულ აღლუმებს, საუკეთესო თურქულ ძალას, სადაც ყველაზე პატივსაცემი სწორედ თურქული ძაღლები იყვნენ.

კანგალი თურქეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე თურქეთის განძი - კანგალი, ერთ-ერთია 30 პირუტყვის დამცველი ჯიშისგან ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან. თითოეული მიჩნეულია კულტურის თუ ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად. კანგალის, როგორც წმინდა სისხლის და სუფთა გენეტიკის ძაღლის შესანარჩუნებლად თურქეთის მთავრობამ დააფინანსა რამდენიმე ”ჯიშის ცენტრი”. კანგალს თავის სამშობლო სივასში (პროვინცია თურქეთში) , კვლავ აქტიურად იყენებენ ცხვრის, და საზოგადოდ შინაური ცხოველების დამცველ ძაღლად, რის გამოც მისი ფასი ძალიან მაღალია.

ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ერთ კანგალში 60 ამდე ცხვარიც გაუცვლიათ (საბოლოო ჯამში კანგალის ახალი პატრონი მოგებული დარჩა, რადგან ერთი მგელი დაახლოებით ხუთით იმაზე მეტ ცხვარს კლავს, ვიდრე მას საკვებად სჭირდება). იმის ფონზე, რომ თურქეთში მეცხვარეობის და მესაქონლეობის მასშტაბები სულ უფრო და უფრო იმატებს, კანაგალის ფასიც იზრდება. კანგალი, მის სამშობლო - თურქეთში დასახელებულია ერთადერთ ძაღლად, რომელსაც მგლის მოკვლა შეუძლია. ამ ჯიშით ხალხი დაინტერესდა 1980 იანებში, თურქეთის არმიამ გადაწყვიტა რომ კანგალი გაეწვრთნათ ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად, როგორც გერმანული მეცხვარეები და დობერმანები. ეს პროექტი რამდენიმე წელიწადში ჩაიშალა მრავალრიცხვოვანი მცდელობის მიუხედავად. მიზეზი კი ის იყო, რომ კანგალის ძლიერი და ამაყი ბუნება ადამიანებს არ აძლევდა მის ჯარში გამოყენების საშუალებას.

კანგალების რაოდენობა 80 იანების შემდეგ შემაშფოთებლად შემცირდა, რასაც ახლად შესულმა ეპიდემიამ შეუწყო ხელი. დიდი ზომისა და დამოუკიდებელი ბუნების გამო, ბევრი მათგანის ქალაქში გადაყვანაზე უარი ითქვა. დღეს, კანგალი დაცულია თურქეთის მთავრობის მიერ როგორც თურქეთის ნაციონალური მემკვიდრეობის ნაწილი, აკრძალულია თურქეთიდან მისი ექსპორტირება. მთავრობის მიერ დასპონსორებული ჯიშის ცენტრები დაარსდა ქალაქ კანგალში და ულასში, სადაც ყოველი ძაღლის ჯიშის სისუფთავე, ზრდა და ჯანმრთელობა აღწერილია მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა. ჯიშიანი კანგალების პატრონებს გადაეცემათ სერტიფიკატი იმის დასტურად, რომ მათ ჰყავთ ნამდვილი კანგალი.

კანგალი მსოფლიოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთის პირველი კანგალის ”ჯიშის ცენტრი” დაარსდა 1967 წელს. შეერთებულ შტატებში პირველი კანგალური ძაღლის ”ჯიშის ცენტრების” გახსნა დაიწყო ადრიან 1980 წლებში. კანგალი აღიარებულია ამერიკაში ”გაერთიანებული ძაღლსაშენების კლუბის” მიერ, და ნაციონალური ძაღლსაშენების კლუბების მიერ სამხრეთ აფრიკაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. კანგალი მოშენებულია აგრეთვე გერმანიაშიც, უმეტესად თურქი ემიგრანტების მიერ. ზოგიერთი კანგალი დარეგისტრირებულია როგორც ანატოლიური ძაღლი, რაც იმის შანსს აძლევს მათ, რომ თურქეთის გარეთ, კერძოდ გერმანიაში, წაიყვანონ (დარეგისტრირებული კანგალის თურქეთიდან გაყვანა განსაკუთრებული პირობების გარეშე აკრძალულია) , მაგრამ კანგალების უმეტესობა მაინც დაურეგისტრირებელია. ”თურქული ძაღლსაშენების კლუბი” უკვე ამზადებს წერილობით თხოვნას FCI სთვის (გაერთიანებული კინოლოგიური ფედერაცია) რომ ორივე მათგანი: კანგალი და აქბაში აღიარონ როგორც ცალკე ჯიშები. ნამიბიაში ეს ძაღლები გამოიყენება ფერმერების ნახირის და ფარის გეპარდისგან დასაცავად. კანგალური მეცხვარეები, ცნობილი მათი მუდმივი მზადყოფნით - დაიცვან თავიანთი ტერიტორია სიცოცხლის ფასად, სწორედ ამიტომ მოაშენეს ნამბიაში.