კანარის ჩიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანარის ჩიტი
Serinus canaria -Parque Rural del Nublo, Gran Canaria, Spain -male-8a.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ბეღურასნაირნი
ოჯახი: მთიულასებრნი
გვარი: Serinus
სახეობა: კანარის ჩიტი
ლათინური სახელი
Serinus canaria
Serinus canaria canaria

კანარის ჩიტი, კანარელი (Serinus canaria) — მომცრო ტანის ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია კანარისა (აქედან სახელწოდება) და აზოვის კუნძულებზე, მადეირაზე. XVI საუკუნეში შემოიყვანეს ევროპაში და გავრცელდა როგორც ტიპობრივი „გალიური ფორმა“. კარგად მრავლდება ტყვეობაში. გამოყვანილია გალობითა და ექსტერიერით განსხვავებული მრავალი ჯიში. მამალ კანარის ჩიტს მუცლის მხარე ყვითელი აქვს, ზურგის მხარე — მოყვითალო-მომწვანო, დედალს — მომწვანო შეფერილობა. სხეულის სიგრძე 12-14 სმ აღწევს.

ქართულ ლიტერატურაში კანარის ჩიტს ზოგჯერ შეცდომით იადონს უწოდებდნენ. კანარის ჩიტის ერთ-ერთი ქვესახეობაა კანარიასებრი მთიულა (Serinus canaria serinus ), რომელიც გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. მცირე აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე და ევროპაში (ჩრდილოეთის გარდა). ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 13 დღე. იკვებება მარცვლეულით. საქართველოში კანარის ჩიტის შემოფრენის ერთადერთი შემთხვევაა აღნიშნული (1896).

ლიტერატურა[რედაქტირება]