კანარეოსის არქიპელაგი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაიო-ლარგო-დელ-სურის თანამგზავრული ფოტო

კანარეოსის არქიპელაგი (ესპ. Archipiélago de los Canarreos) — არქიპელაგი კარიბის ზღვაში, კუნძულ კუბის სამხრეთ-დასავლეთით.

აღმოსავლეთით ესაზღვრება კასონესის ყურე, ჩრდილოეთით — ბატაბანოს ყურე, დასავლეთით კი ლოს-ინდიოსის არხი.

არქიპელაგი მოიცავს 350 მცირე კუნძულს და დაახლოებით იმავე სიგრძეზეა გადაჭიმული, რამდენზეც ფლორიდა-კისის არქიპელაგი. უდიდესი კუნძულია ხუვენტუდი, სიდიდით მეორე კუნძულია კაიო-ლარგო-დელ-სური.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

კოორდინატები:21°38′21.99″ ჩ. გ. 82°14′09.99″ დ. გ. / 21°38′21.99″ ჩ. გ. 82°14′09.99″ დ. გ. /