კალოს მსხალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალოს მსხალი — ქართული მსხლის საზაფხულო ჯიშების საერთო სახელწოდება. გავრცელებულია სამრეწველო მეხილეობის რაიონებში, უმეტესად საკარმიდამო ნაკვეთებზე — სამარიობის, საელიობოს, ივლისის მსხლისა და სხვა სახელწოდებებით. ხე სწრაფად იზრდება, განიერ-პირამიდულია. მსხმოიარობას გვიან იწყებს. უხვმოსავლიანია. ნაყოფი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, უმეტესად ასიმეტრიული. მოყვითალო კანის ქვეშ უხვი მწვანე წერტილები აქვს. რბილობი მკვრივია, მუქი ყავისფერია, საკმაოდ წვნიანი. კარგი გემო და არომატი აქვს. ნაყოფი დიდხანს არ ინახება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიასამიძე შ., ქსე, ტ. 5, გვ. 340, თბ., 1980