კალმახი (ციხესიმაგრე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალმახი
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
სტატუსი დანგრეული
კალმახი (ციხესიმაგრე) — თურქეთი
კალმახი (ციხესიმაგრე)

კალმახის ციხე, სოლომონისის ციხე — საფორტიფიკაციო ნაგებობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში — ტაოში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, სოფელ ევბაკანის (ძველი სახელწოდება — სოლომონისი) სამხრეთით, კლდეზე შემორჩენილია წერილობითი წყაროებიდან ცნობილი ციხე. აგებულია VIII საუკუნეში. XI საუკუნემდე ტაოს ცენტრს წარმოადგენდა. XI საუკუნეში კალმახის გამგებლებს კალმახის ერისთავები ეწოდებოდათ. IX საუკუნეში გურგენ კურაპალატის რეზიდენცია იყო. კალმახის ციხეში ჩააბარეს მეფე ბაგრატ IV-ს (XI ს.) დატყვევებული კლდეკარის მეამბოხე ერისთავი ლიპარიტ და მისი ძე ივანე.

კალმახის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს:

ვიკიციტატა
„„არტანუჯის მდინარის შესართავს ზეით, ჭოროხს მოერთვის თორთომის მთიდამ გამომდინარე წყალი, რომელი მოდის აღმოსავლეთად. ამ ხევზედ არს ციხე კალმახისა, რომელი აღაშენეს პიტიახშთა, დიდ-შენი, მაგარი და შეუალი. იყო საერისთაო ტაოსი““

კალმახის ციხე (კამხის კალე) არქეოლოგიურად შეუსწავლელია. კამხის კალე აგებულია მთის წვერზე. მთის მასივი ხელოვნურადაა ჩაკვეთილი მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ციხე იყო აღმართული. ჩრდილოეთ მხარეს დაახლ. 30 მ სიგრძეზე შემორჩენილია გალავნის ნაწილი, შუაში ორი წრიული კოშკით. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში განირჩევა მესამე კოშკის ფუნდამენტი. გალავანი აგებულია უხეში ფლეთილი ქვით დუღაბზე. გალავნის შიდა სივრცე შედგებოდა ორი თავდაცვითი ზონისაგან. სამხრეთის მხარე უფრო ცუდად იყო დაცული. იქ კლდე ჩამოშლილია. კარიბჭე უნდა ყოფილიყო შუამდებარე ორ კოშკს შორის. კალმახის ციხე XVII ს-ში მიატოვეს ქართველებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]