კალკანარის შუქურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალკანარის შუქურა

კალკანარის შუქურა ან ტორუსის შუქურა (პორტ. Farol do Calcanhar) – მოქმედი შუქურა ტორუსში (რიუ-გრანდი-დუ-ნორტის შტატი, ბრაზილია). მსოფლიოს ტრადიციულ შუქურებში 62 მეტრის სიმაღლით იგი მეცხრეა და ყველაზე მაღალი ბრაზილიაში.[1][2]

შუქურა მდებარეობს პონტა-დე-კალკანარის სანაპიროზე, სტრატეგიულ ადგილას, ტორუსის ახლოს. იქ სადაც ბრაზილიის სანაპირო ქმნის მართ კუთხეს, ცნობილს როგორც “Esquina do Brasil” (ბრაზილიის კუთხე) ან "Esquina do Continente" (კონტინენტის კუთხე). შუქურა დაახლოებით 7 კილომეტრის მანძილზე აფრთხილებს გემებს მარჯნის რიფების საფრთხესთან დაკავშირებით. 277 საფეხურისგან შემდგარ სპირალურ კიბეს ავყავართ გადასახედ ბაქანზე, იქიდან 21 საფეხურია შუქურამდე.[3]

იქვეა შუქურის მომვლელების ერთსართულიანი სახლები. შუქურას ჰყავს მუდმივი მომვლელი. შუქურა მნახველებისთვის ღიაა დილის 9-დან საღამოს 11 საათაამდე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტორუსის შუქურა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-18. ციტირების თარიღი: 2010-10-13.
  2. Serviço de Sinalização Náutica do Nordeste. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-26. ციტირების თარიღი: 2010-10-13.
  3. პერობას-ტორუსი Portuguese. natalonline.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-07. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო 2010.