კალიქსტო გარსია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
*კალიქსტო გარსია
ესპ. Calixto García e Iñiguez
*4 აგვისტო 1839 — 11 დეკემბერი 1898
Calixto García Iñíguez 1898.jpg
მეტსახელი მამულის მამა
დაბ. ადგილი ოლგინი კუბის დროშა კუბა
გარდ. ადგილი ვაშინგტონი აშშ-ის დროშა აშშ
მოღვაწეობა 1868-1898
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები ათწლიანი ომი,
პატარა ომი,
ომი კუბის დამოუკიდებლობისათვის,
ესპანეთ-ამერიკის ომი

კალიქსტო გარსია (ესპ. Calixto García e Iñiguez) (დ. 4 აგვისტო,1839, ოლგინი, კუბა — გ. 11 დეკემბერი, 1898, ნიუ-იორკი, აშშ) — კუბელი გენერალი, ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე ესპანეთისგან კუბის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში., ათწლიანი ომის, პატარა ომის, კუბის დამოუკიდებლობისათვის ომის და ესპანეთ-ამერიკის ომის მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

გარსია დაიბადა ქალაქ ოლგინში, კუბელი კრეოლების ოჯახში. ის ოყო კალიქსტო გარსია დე ლუნა ი ისკიერდოს (ესპ. Calixto Garcia de Luna e Izquierdo) შვილიშვილი, რომელიც იბრძოდა კარაბობოს ბრძოლაში ვენესუელაში. გარსია იყო მაღალი, ძლიერი და განათლებული ადამიანი და როგორც შეეფერებოდა იმ დროისთვის მაღალი რანგის პიროვნებებს, გარდა იმისა, რომ დაქორწინებული იყო, მას ჰყავდა მრავალი საყვარელი და მათგან უკანონო შვილები. მის შვილებიდან უმრავლესობა და მათ შორის კარლოს გარსია[1] და კალიქსტო ენამორადო [2] იბრძოდა მის არმიაში.

გარსია (მარცხნივ) ამერიკელ ბრიგადის გენერალ უილიამ ლადლოუსთან ერთად (ინგლ. William Ludlow) ამერიკული არმიის კუბაში შესვლის დროს

1868 წლის ოქტომბერში გარსია შეუერთდა კუბის განმანთავისუფლებელ არმიას და მეთაურობდა სამხედრო ოპერაციებს ორიენტეს პროვინციაში. 1874 წლის სექტემბერში ტყვედ ჩავარდა. გარსია გაგზავნეს ესპანეთში, იქიდან ის გაემგზავრა პარიზში და შემდეგ ნიუ იორკში, სადაც სხვა რევოლუციონერებთან ერთად ჩამოაყალიბა კუბის რევოლუციური კომიტეტი, რომლის მიზანი იყო აჯანყების მომზადება. 1880 წელს «ზანხონის შეთანხმების» შემდეგ დაბრუნდა კუბაში და პატარა ომის დროს შეუერთდა ანტონიო მასეოს, ომის დასრულების შემდეგ ის კვლავ გააგზავნეს ესპანეთში. გარსიამ მოახერხა ესპანეთიდან გაქცევა და 1896 წელს ჩავიდა ორიენტეს პროვინციაში. კუბის დამოუკიდებლობისათვის ომის დროს გარსია იყო განმანთავისუფლებელი არმიის მეთაურის მოადგილე და ამ რანგში მოიპოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება.[3]

ესპანეთ-ამერიკის ომის დროს გარსია დაეხმარა ამერიკელებს კუბაში შესვლაში. გარსიას ჯარმა გუანტანამოსთან ამერიკელ საზღვაო ქვეითებს აღმოუჩინა ეფექტური მხარდაჭერა. თუმცა გარსიამ აღმოუჩინა ამერიკელებს დახმარება მათ საბრძოლო მოქმედებებში, ამერიკელებმა ის არშეუშვეს სანტიაგო-დე-კუბაში, მას შემდეგ რაც ესპანელები ჩაბარდნენ.

ესპანეთ-ამერიკის ომის დასრულების და ამერიკელების მიერ კუბის ოკუპაციის შემდეგ, გარსია 1898 წლის დეკემბერში გაემგზავრა აშშ-ში განმანთავისუფლებელი არმიის ბედის გასარკვევად. კალიქსტო გარსია გარდაიცვალა პლევმონიით 59 წლის ასაკში, ის დროებით დაასაფლავეს შეერთებულ შტატებში არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე. მოგვიანებით გარსიას ნეშტი სამხედრო გემით USS Nashville (PG-7) ჩამოასვენეს კუბაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Castellano Garcia, Gerardo 1927. Tierras y Glorias de Oriente (Calixto Garcia Iñiguez) Editorial Hermes Havana
  • Escalante Beaton, Anibal 1946 Calixto Garcia Su Campaña en el 95. Arrow Press Havana.

სქოლიო[რედაქტირება]