კალიფორნიის ფარიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალიფორნიის ფარიანა (ლათ. Quadraspidiotus perniciosus) — მწერი ფარიანების ოჯახისა. საკარანტინო მავნებელია. მოზრდილი მწერი დაფარულია ფარით. დედლის ფარიც და ლიმონისფერი სხეულიც მრგვალია. მამალს მოგრძო ფარი, ღია ნარინჯისფერი სხეული, ფრთები, კიდურები და ულვაშები აქვს. კალიფორნიის ფარიანა გავრცელებულია ყველგან. აზიანებს 200-ზე მეტი სახეობის ხეხილს, დეკორატიულ მცენარეებსა და ტყის ფოთლოვან ჯიშებს. ძლიერ დაზიანებული ხე ხმება. დედალი კალიფორნიის ფარიანა 100-300 მატლს შობს. წელიწადში 1-4 თაობას იძლევა.

ბრძოლის ღონისძიებანი: ჯანსაღი მცენარის დარგვა, შტამბსა და ტოტებზე მკვდარი ქერქის მოცილება, ვარჯის გამეჩხრება, ენტომოფაგებისა და ინსექტიციდების გამოყენება და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]