კალდერონე (მყინვარი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
კალდერონე |
||
|---|---|---|
|
კოორდინატები: / |
||
| მდებარეობა | ||
| ქედი | გრან-სასო | |
კალდერონე (იტალ. Ghiacciaio del Calderone) — ამჟამად ევროპაში ყველაზე სამხრეთით მდებარე მყინვარი. მდებარეობს მთა კორნო-გრანდეს კარიში, აბრუცის რეგიონში, გრან-სასოს მთის მასივში.
დნობის გამო მყინვარის ზომები ყოველწლიურად მცირდება და არსებული ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში, ის გაქრება 2020 წლამდე.[1].
მყინვარის ქვემოთ 2 678 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ტბა სოფია, რომლის სიგრძე 60 მეტრია, სიგანე 8 მეტრი და სიღრმე 3 მ.
| მყინვარის ფართობის და მოცულობის ევოლუცია | ||
| წელი | ფართობი (მ²) | მოცულობა (მ³) |
|---|---|---|
| 1794 | 104 257 | 4 332 207 |
| 1884 | 90 886 | 3 382 166 |
| 1916 | 63 335 | 3 386 485 |
| 1934 | 59 713 | 2 461 529 |
| 1960 | 60 030 | 1 729 934 |
| 1990 | 52 586 | 360 931 |
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Massimo Pecci. Testimoni di una montagna scomparsa, Imont e Aigeo (2006).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- მყინვარი კალდერონე (იტალ.)

