კალანუსები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალანუსები (ლათ. Calanoida), პლანქტონური უხერხემლოების ქვერიგი ნიჩაბფეხიანების რიგისა. მათი სიგრძე 0,5-14 მმ აღწევს. თავმკერდზე თვალი და 5 წყვილი დანამატი აქვთ, მკერდზე — ყბაფეხები და 4-5 წყვილი საცურაო ფეხი. სუნთქავენ სხეულის ზედაპირით. დედალი კვერცხებს წყალში დებს ან პარკით ატარებს. კალანუსები იკვებებიან ფიტოპლანქტონით, იშვიათად მტაცებლობენ. თავის მხრივ, კალანუსებსაც ლიფსიტები და პლანქტონის მჭამელი თევზები ანადგურებენ. ცნობილია კალანუსების 200 გვარის 2000-ზე მეტი სახეობა. ფართოდ არიან გავრცელებული. ზღვის კუნძულების უმრავლესობას ბიოლუმინესცენცია ახასიათებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 327, თბ., 1980