კაკლისებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაკლისებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: კაკლისებრნი
ლათინური სახელი
Juglandaceae
დაცვის სტატუსი

კაკლისებრნი (Juglandaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეებია, იშვიათად ბუჩქები. მეტწილად ერთსახლიანი ქარითმტვერია მცენარეებია. ნაყოფი კურკიანაა. ოჯახი აერთიანებს 8 გვარის 70-მდე სახეობას. ძირითადად გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყლებში. საქართველოში ბუნებრივად ამ ოჯახის 2 გვარია გავრცელებული კაკალი და ლაფანი. კულტივირებულია პლატიკარია, ციკლოკარია და კარია. კაკლისებრთა ნაყოფს იყენებენ საჭმელში, მერქანს — ავეჯის დასამზადებლად.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 324, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე