კაიმანისებრი თევზები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აიმანისებრი თევზები
Kaimanfische (Lepisosteus).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
რიგი: ჯავშნიანნი
ოჯახი: კაიმანისებრნი თევზები
ლათინური სახელი
Lepisosteidae

კაიმანისებრი თევზები, ჯავშნოსანი ქარიყლაპიები (ლათ. Lepisosteidae) — თევზების ოჯახი ჯავშნიანთა რიგისა. ცნობილია 1 გვარის (Lepisosteus) 3 სახეობა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის და კუბის მტკნარ წყლებში. მათი სხეულის სიგრძე 2,5—3 მ აღწევს (იშვიათად 6 მ-მდე). ტოფობს გაზაფხულზე. მტაცებლები არიან. იკვებებიან თევზებით. იზამთრებენ მდინარის ღრმა ადგილებში. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვთ. ზოგჯერ ზიანი მოაქვთ — გლეჯენ ბადეებს და აფუჭებენ შიგ გაბმულ თევზს.

ლიტერატურა[რედაქტირება]