კათოლიკე ეპისტოლენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კათოლიკე ეპისტოლენი — შვიდი ეპისტოლე, რომელიც შესულია ახალი აღთქმის წიგნებში. სახელწოდება „კათოლიკე“ ბერძნულია და ნიშნავს საყოველთაოს, ე.ი. ის, რაც ზოგადად ყველასთვის არის გამიზნული.

კათოლიკე ეპისტოლე მიმართულია არა კონკრეტული რეგიონის, კონკრეტული ხალხის მიმართ, არამედ ყველა ქრისტიანის თუ ქრისტიანობის გზაზე შესადგომად გამზადებული პიროვნებისა და საზოგადოების მიმართ (განსხვავებით პავლე მოციქულის 14 ეპისტოლისაგან, რომლებსაც კონკრეტული მისამართები აქვთ).

მოციქულები იაკობი, პეტრე, იოანე და იუდა, რომელთა ეპისტოლეები შეადგენს კათოლიკე ეპისტოლეთა კრებულს, ანუ წიგნს, იესო ქრისტეს გამორჩეულ მოწაფეთა რიცხვს მიეკუთვნებიან. პირველი სამი მათგანი თაბორის მთაზე ქრისტეს ფერისცვალების თვითმხილველნი არიან. მეოთხე ავტორი – იუდა მოციქული, მარკოზ მახარებლის უწყებით, იესო ქრისტეს ხორციელი ძმა არის, ისეთივე, როგორც იაკობი, იოსე და სიმონი (მარკ. 6,3). ოთხივე ავტორი ქრისტეს სიტყვის მსმენელი და მისი ღვაწლის მხილველია.

ამ ეპისტოლეებით (წერილებით)მოციქულებს — იაკობს, პეტრეს, იოანეს და იუდას მიუმართავთ თანამემამულეთა და ქრისტეს მცნებათა ამღიარებელი ყველა მორწმუნეთათვის ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე. ეპისტოლეთაგან

  • ერთი ეკუთვნის იაკობ მოციქულს
  • ორი − პეტრეს
  • სამი - იოანე მახარებელს
  • ერთი – იუდა მოციქულს (იაკობის ძმას).

კათოლიკე ეპისტოლენი ახალ აღთქმაში მოსდევს წმიდა ოთხთავს და საქმე მოციქულთას. ამ ეპისტოლეთა ე.წ. „თარგმანებანი“ დაუწერია იოანე ოქროპირს 407 წელს. „თარგმანებანი“ ბერძნულიდან ქართულად უთარგმნია X საუკუნეში ეფრემ მცირეს.

კათოლიკე ეპისტოლეთა სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იაკობის ეპისტოლე (იაკ.)
  • პირველი პეტრესი (1 პეტ.)
  • მეორე პეტრესი (2 პეტ.)
  • პირველი იოანესი (1 ინ.)
  • მეორე იოანესი (2 ინ.)
  • მესამე იოანესი (3 ინ.)
  • იუდასი (იუდ.)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]