კათარზისი (სათნოების სახლი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


კათარზისი
დაარსების თარიღი

31 მარტი, 1990

ტიპი

ჰუმანიტარული კავშირი

იურიდიული სტატუსი

მოქმედი

მიზანი/მიმართულება

მიუსაფარი მოხუცების დახმარება

ადგილმდებარეობა

დ. აღმაშენებლის გამზირი № 121

ოფიციალური ენები

ქართული, ინგლისური და რუსული

მნიშვნელოვანი პირები

იხ ქვევით

ვებ-საიტი

http://www.catharsis.ge

შენიშვნები

საკონტაქტო ნომრებია: 951-646(ზარი უფასოა)

კათარზისი - საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი, დაფუძნებული 1990 წელს. ეს არის სოციალური დახმარების კომპლექსური ცენტრი, სადაც თავმოყრილია ის გადაუდებელი სოციალური დახმარებები, რომლებიც დღეს აქტუალურია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. დღეს აქ ფუქციონირებს: უფასო სასადილო, სილამაზის სალონი, წინასწარი სამედიცინო დათვალიერების კაბინეტი, აფთიაქი, მეორადი ტანსაცმლის დახმარების სამსახური, ბიბლიოთეკა, ტანსაცმლის შეკეთების სამსახური, უბინოდ დარჩენილ ხანდაზმულთა თავშესაფარი, სამლოცველო, ხანდაზმულთა ხალხური, კლასიკური და საესტრადო გუნდები, აგრეთვე ინვალიდთა თეატრი.

[რედაქტირება] გამოხმაურება

2009 წლის 17 დეკემბერს გადაცემა პროფილი გამოეხმაურა კათარზისს. გადაცემაში მიწვეულები იყვნენ მოხუცები, ხოლო კათარზისის სახელით ქ-ნ ნანა მუსხელიშვილი, პრეზიდენტის ერთ-ერთი მოადგილე. მან ისაუბრა მოხუცების ბედზე და ქ-ნ ეთერ იაძეზე, რომოლეც გადაცემის ჩაწერამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა, თორემ პროფილში თავის ისტორია თვითონ უნდა მოეყოლა. ხოლო დანარჩენმა მოხუცებმა თვიანთი ისტორიები თვითონვე მოყვნენ. ასევე 2010 წლის 17 თებერვალს ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში იყვნენ მიწვეულნი კათარზისის მოხუცები. აქ კათარზისის სხვადასხვა მოხუცი ცნობილ მომღერლებთან ერთად მღეროდნენ. ასევე ორი კათარზისის მოხუცის დანიშვნის შესახებ იყო გახმოვანებული ამბავი. ამავე თვის 21-ში კათარზისი ჟურნალისტის დღიურში იყო წარმოდგენელი. აქ შედგა საქველმოქმედო ჯგუფის მეც დავბერდების პრეზანტაცია, რომლის გამომგონებელი კათარზისია. ბექა ელბაქიძემ შესანიშნავი დღიური მოამზადა.

სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად კათარზისის დახმარება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. ამისათვის საჭიროა, რომ დარეკოს ნომერზე 700-646 (ზარის ღირებულება 1 ლარია). დღესდღეობით კათარზისში 15-მდე მოხუცი ცხოვრობს. ხოლო ყოველდღიურად კათარზისში 385 მოხუცი დადის და სხვადასხვა საკვებით იკვებება. ეს ყველაფერი ხალხის და ორგანიზაციების დამსახურებაა. ყოველ დღე (შაბათ კვირის გარდა) მიმდინარეობს კათარზისში პროექტი შეეწიეთ უპოვართ. 1 დღის დაფინანსება ღირს 385 ლარი, ორი დღის - 770, 3 დღის - 1155, 5 დღის - 1925, 7 დღის - 2695 და 10 დღის - 3850. 2002 წლიდან ხორციელდება აქცია ’’სადილი ყველას’’ (ღია კარის დღე), სულ ჩატარდა 45 ასეთი აქცია ყოველ ასეთ ღონისძიებაზე 2000-მდე ადამიანის დაპურება ხერხდება. სპონსორები არიან: ’’ავერსი’’, ’’თბილისის წყალი’’, ’’ბეკო’’ და ა.შ.

ამჟამად ქალაქის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი ”მეც დავბერდები”, რომლის მიზანია ’’კათარზისის’’ ხანდაზმულთა თავშესაფრის გაფართოება. კათარზისში ყოველი წლის იანვარში ტარდება კონკურსი ”სუპერ ბებია, სუპერ ბაბუა”. აქ გამარჯვებულს პატივცემული ჟიური ირჩევს. მაქსიმალური ქულა 10-ია, მინიმალური - 6. ამ კონკურსის მთავარი ორგანიზატორი ს.ს თელასია. თელასის დირექტორი ვალერი ფანცულარია ყოველწრიურად ამ კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა. ჟიურის წევრები კი სხვადასხვა ცნობილი ადამიანები არიან. ბოლო წლებში ამ კონკურსის ხშირი გამარჯვებულია ქ-ნ მარიკა სიხარულიძე. მან 80-ს გადააბიჯა. კათარზისში ყველაზე ხანდაზმული ქალი 92 წლისაა. მას ლუსია ჭელიძე ჰქვია. ასაკისდა მიუხედავად ის ძალიან კარგად ცეკვევს შალახოს. შარსან წინ კათარზისის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მისთვის 90-წლის იუბილე გადაეხადა. ასევე მან განაცხადა, რომ ასეთი ასაკის მქონე ადამიანებს ყოველთვის ასე გაახარებდა და ყველას უსურვა, რომ კიდევ ბევრი წელი იცოცხლონ. ორგანიზაციას აქვს თავისი პატარა სასაფლაო მუხათგვერდის ტერიტორიაზე, სადაც იმ ადამინთა დაკრძალვა ხდება, ვინც ბოლო მიწიერ საქმეშიც ღვთის ანაბარად არიან დარჩენილნი.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები