კაზლუ-რუდა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კაზლუ-რუდა
Kazlų Rūda (Kazlų Rūdos savivaldybė).jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა ლიტვის დროშა ლიტვა
მაზრა მარიამპოლი
კოორდ. 54°45′00″ ჩ. გ. 23°30′00″ ა. გ. / 
მოსახლეობა 6814 კაცი (2010)
დროის სარტყელი UTC+2

კაზლუ-რუდა მდებარეობა ლიტვა

Red pog.svg

კაზლუ-რუდა (ლიტვ. Kazlų Rūda, 1917 წლამდე ოფიციალური სახელწოდება კოზლოვა რუდა) — ქალაქი მარიამპოლის მაზრაში; ლიტვა. კაზლუ-რუდის თვითმმართველობის (ლიტვ. Kazlų Rūdos savivaldybė) და კაზლუ რუდის სამამასახლისოს (ლიტვ. Kazlų Rūdos seniūnija) ადმინისტრაციული ცენტრი.

დახასიათება [რედაქტირება]

მდებარეობს კაუნასიდან 36 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით, ალიტუსიდან რკინიგზით 102 კმ-ში. ქალაქშია რკინიგზა კაუნას-ჩერნიახოვსკის ხაზზე. სარემონტო-მექანიკური ქარხანა, ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატები.

1991 წელს კაზლუ რუდაში 7,9 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2005 წელს 7,330.

ქალაქის სახელწოდების პირველი ნაწილი წარმოშობით აზნაური მეწარმის კაზლასის გვარს უკავშირდება, რომელიც აქ XVI-XVII სს დასახლებულა. მეზობელ ჭაობიან ტყეებში რკინის მადნის აღმოჩენის შემდეგ მადნეულის საბადოები გაჩნდა, რაც სახელწოდების მეორე ნაწილს ეხმიანება: მადანი — Rūda.

დამტკიცებულია 1996 წელს.

ისტორია [რედაქტირება]

წერილობით წყაროებში პირველად 1744 წელს იხსენიება როგორც სოფელი. თავდაპირველად ვითარდებოდა როგორც რკინის მომპოვებელი, გადამდნობი და გადამამუშავებელი ცენტრი. რკინიგზის გაყვანის შემდეგ 1861-1862 სოფელი გაიზარდა. 1931 წლიდან კაზლუ რუდის თემის ცენტრია. 1950 წლიდან ქალაქი ლიტვის სსრ-ში. 1950-1962 წწ. რაიონული ცენტრი.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]