კაზიმირა პრუნსკენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაზიმირა პრუნსკენე
კაზიმირა პრუნსკენე
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 მარტი, 1990 – 10 იანვარი, 1991
წინამორბედივიტაუტას საკალაუსკასი
მემკვიდრეალბერტას შიმენასი

დაბადებული26 თებერვალი, 1943
ვასიულიშკესი, მესამე რაიხი
პოლიტიკური პარტიალიეტუვის სახალხო კავშირი
განათლებავილნიუსის უნივერსიტეტი
პროფესიაეკონომისტი
რელიგიაკათოლიციზმი
ხელმოწერა

კაზიმირა დანუტე პრუნსკენე (ლიეტ. Kazimira Danutė Prunskienė; დ. 26 თებერვალი 1943) — ლიეტუველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი. ლიეტუვის პირველი პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (17 მარტი 1990 — 10 იანვარი 1991).

კაზიმირა დაიბადა სოფელ ვასიულიშკესში, მაშინ როდესაც ლიეტუვა ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. 1960-1965 წლებში სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში სამრეწველო ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1990 წელს აირჩიეს ლიტვის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, რომელსაც 11 მარტს ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სეიმი ეწოდა. ამავე წლის 17 მარტს გახდა ლიეტუვის პირველი დამოუკიდებელი მთავრობის პრემიერ-მინისტრი. 1991 წელს გადადგა თანამდებობიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]