კავკასიური სალამანდრა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ამფიბიები
რიგი: კუდიანი ამფიბიები
სახეობა: კავკასიური სალამანდრა
ლათინური სახელი
Mertensiella caucasica
დაცვის სტატუსი

კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica), წყალხმელეთა ცხოველი კუდიანი ამფიბიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 19 სმ აღწევს, აქედან ნახევარზე მეტი კუდზე მოდის. ზურგზე წითელი კოპლები აქვს. გავრცელებულია ბორჯომის ხეობაში, ზეკარის გადასასვლელთან, საირმეში, აქა-იქ — აჭარაში, მცირე აზიაში. აღწევს ზღვის დონიდან 2800 მ-მდე. ცხოვრობს ტყის ზონის მდინარეებსა და ნაკადულებში. იკვებება მწერებით, მათი მატლებით, პატარ-პატარა უხერხემლო ცხოველებით. როგორც იშვიათი სახეობა, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 312, თბ., 1980

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე