კავკასიური გველგესლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავკასიური გველგესლა

მელანისტური ფორმა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  გველგესლასებრნი
გვარი:  გველგესლა
სახეობა:  კავკასიური გველგესლა
ლათინური სახელი
Vipera kaznakovi (Nikolsky, 1909)
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 22990

კავკასიური გველგესლა (ლათ. Vipera kaznakovi) — შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. ბინადრობს მხოლოდ კავკასიაში, რუსეთსა და თურქეთში. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში. სხეულის ზედა ნაწილი წითელი და ყვითელი ფერისაა, ხერხემალს კი გასდევს შავი ან მუქი რუხი განიერი ზოლი, რომელიც ზოგჯერ ზიგზაგის ფორმისაა. სახეობას ახასიათებს მელანიზმი, მაგრამ პირთან რჩება წითელი ან ყვითელი შეფერილობა. წიწილები მოწითალო-ყავისფრები არიან.[1] დამახასიათებელია მალული ცხოვრების ნირი. წყვილდება მაისსა და ივნისში. ცოცხლადმშობია. შემოდგომაზე ბადებს 5–10 წიწილს.[2] იკვებება მღრღნელებით, ხვლიკებით, წვრილი ფრინველებით, ახალგაზრდა გველები — მწერებით, კერძოდ, კალიებითა და ჭრიჭინებით.[1] შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ბუხნიკაშვილი ა., კავკასიური გველგესლა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 449.
  2. კავკასიური გველგესლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2021-01-21.
  3. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2021