კავკასიის იმამატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავკასიის იმამატი
إِمامة قفقاز







18281859 Flag of Russia.svg





Caucasian Imamate.svg
დროშა
Imamat 1854.png
იმამატი 1854 წელს
დედაქალაქი ახულგო
დარგო
ვედენო
ენა ჩერქეზული, ჩეჩნური, ოსური, ინგუშური, ყაბარდოური
რელიგია ისლამი
მოსახლეობა 500 ათასი.- 1 მილიონი ადამიანი

ჩრდილო-კავკასიური იმამატი (შამილის იმამატი) — ისლამური სახლმწიფო ჩეჩნეთისა და დაღესტნის ტერიტორიაზე 1828-1859 წლებში. ჩრდილო კავკასიური ომების შედეგად, შეუერთდა რუსეთის იმპერიას. ამ სახელმწიფოს უკანასკნელი იმამი იყო შამილი (1834-1859 წლებში).

ისტორია[რედაქტირება]

ბრძოლები იჩქერიაში

1783 წელს კავკასიაში რუსეთის შემოსვლით ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ოსმლაეთის იმპერია აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა, მის მოწედებას „სარწმუნოების დაცვის ლოზუნგით“ ჩრდილო კავკასიელი მთიელები გამოეხმაურნენ და აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ, განუდგნენ ქართლ-კახეთის სამეფოს და მასზე თავდასხმები გაახშირეს.

იმამ შამილი

შეიხ მანსურმა (1785—1791) რუსეთს საღვთო ომი გამოუცხადა. 1785 წელს ყაბარდოსა და ჩაჩნეთში რუსეთის ცარიზმის კოლონიზატორული პოლიტიკის წინააღმდეგ დაიწყო სახალხო მოძრაობა, რომელიც მეზობელ ოლქებშიც გავრცელდა და მასშტაბური ხასიათი მიიღო. დაღესტნის ფეოდალების ნაწილმა მანსურს მხარის არ დაუჭირეს და რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. ამან გააადვილა მანსურის დამარცხება ჩაჩნეთსა და ყაბარდოში.

ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიკოლონიური ბრძოლა გაიშალა. 20-იანი წლებისათვის განსაკუთრებით გაძლიერდა რელიგიური მიმდინარეობა — მიურიდიზმი. მისი მოთხოვნა იყო თეოკრატიული ბელადის — იმამისადმი სრული მორჩილება და „ურჯულოთა“ წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიზნით ჩაჩნეთსა და დაღესტანში შეიქმნა თეოკრატიული სახელმწიფო — იმამატი. პირველი იმამი ყაზი-მუჰამადი იყო. იმამი შეეცადა დაემორჩილებინა მთელი ჩრდილოეთ კავკასია, თუმცა ამაზე უარი განაცხადა ავარიის სახანომ და ტარკის შამხალმა. ურთიერთდაპირისპირება გაღრმავდა. იმამმა შეძლო ტარკის დამარცხება, თუმცა ავარიის ქალაქის, ხუნძახის, ალყა უშედეგოდ დასრულდა.

რუსეთის იმპერიამ გაზარდა თავისი ჯარების რაოდენობა კავკასიაში, 1832 წლის 17 ოქტომბერს რუსეთის ჯარის მიერ გიმრის აღების დროს ყაზი-მუჰამადი დაიღუპა. მეორე იმამი გახდა ჰამზათ-ბეგი, მან შეძლო ავარიის სახანოს დამორჩილება, თუმცა მცირე ხნის შემდეგ ის შეთქმულებმა მოკლეს.

ჰამზათ ბეგის შემდეგ კავკასიის იმამატის იმამი გახდა შამილი, რომელმაც განაგრძო ანტი-რუსული პოლიტიკა. 1834 წლის 18 ოქტომბერს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო ძველი და ახალი ჰოცატლი. 1856 წელს, მთავარსარდალმა ალექსანდრე ბარიატინსკიმ ახალი ძალით შეუტია იმამატს. შამილიმ წინადადება შესთავაზა რუსეთისგან დაპყრობილ საქართველოს - რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბროლა, მაგრამ საქართველოში ამ იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის არავითარი შანსი არ არსებობდა, რადგან ქვეყანას რუსები აკონტროლებდნენ.1859 წელს თითქმის მთელი ჩაჩნეთი და მთიანი დაღესტანი რუსთა ჯარებმა დაიკავეს. იმავე წლის გაზაფხულზე შამილის ჯარს ალყა შემოარტყეს აულ ვედენში. მცირე რაზმით იგი დაღესტნის აულ ღუნიბში გამაგრდა, მაგრამ 1859 წლის 26 თებერვალს რუსთა ჯარს დანებდა. შამილი თავისი ოჯახით კალუგაში გადაასახლეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]