კავკაზსკი რაბოჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„კავკაზსკი რაბოჩი“ («Кавказский рабочий») — ყოველდღიური ბოლშევიკური გაზეთი, რსდმპ(ბ) სამხარეო და თბილისის კომიტეტის ორგანო; გამოდიოდა თბილისში 1917 წლის 11 (24) მარტიდან 1918 წლის 8 თებერვლამდე. „კავკაზსკი რაბოჩი“ პროპაგანდის უწევდა ვლადიმერ ლენინის იდეებს, იღვწოდა სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციისა და რსდმპ (ბ) VI ყრილობის გადაწყვეტილებათა განხორციელებისათვის; იბრძოდა ამიერკავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის. რედაქციის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ პ. ჯაფარიძე, მ. ცხაკაია, ს. შაუმიანი, ს. ქავთარაძე და სხვები. ტირაჟი 6 ათასი ცალი. 1918 წლის თებერვალს ამიერკავკასიის კონტრრევოლუციურმა მთავრობამ გაზეთის სტამბა დაარბია და „კავკაზსკი რაბოჩის“ გამოცემა შეწყდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]