კავთურა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 26 კმ კმ |
| აუზის ფართობი | 129 კმ2 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | თრიალეთის ქედი |
| ჩაედინება | მტკვარი |
| ქვეყნები | საქართველო |
კავთურა, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე 1910 მ სიმაღლეზე, ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან სოფ. ქვემო ხანდაკთან. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 129 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. მდგრადი წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 0,96 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად (935 ჰა) და წისქვილებისათვის.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქსე, ტ. 5, გვ. 298, თბ., 1980
სტატიის