კაასაპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კაასაპა
Caazapá
დროშა

ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი კაასაპა
კოორდინატები 26°12′00″ ს. გ. 56°22′48″ დ. გ. / 26.20000° ს. გ. 56.38000° დ. გ. / -26.20000; -56.38000
დაარსდა 1607
ფართობი 944 კმ²
ცენტრის სიმაღლე 155
ოფიციალური ენა ესპანური ენა და გუარანის ენა
მოსახლეობა 23 996 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 25 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
სატელეფონო კოდი 0542
საფოსტო ინდექსი 5600
კაასაპა — პარაგვაი
კაასაპა

კაასაპა (ესპ. Caazapá) — ქალაქი პარაგვაიში, კაასაპის დეპარტამენტის დედაქალაქი. 1607 წელს დააარსა მღვდელმა ლუის დე ბოლანიოსმა. სახელი კაასაპა მომდინარეობს გუარანის ენიდან და ნიშნავს „ტყის შემდეგ“, რადგან ადგილობრივებს სწამდათ, რომ ტყის იქით, ლუის დე ბოლანიოსის თანდასწრებით, ღმერთმა მიწიდან წყალი ამოადინა.

1989 წელს, პრეზიდენტ ანდრეს როდრიგესის მთავრობამ ქალაქი კაასაპა კაასაპის დეპარტამენტის ახალ დედაქალაქად გამოაცხადა.

კაასაპა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ინდუსტრიული ცენტრია. აწარმოებენ თაფლს, სახამებელსა და შაქარს.

2008 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 23 996 ადამიანს შეადგენს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]