კააკუპე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კააკუპე
Caacupé

კააკუპეს ბაზილიკა
დროშა გერბი

ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი კორდილიერის დეპარტამენტი
კოორდინატები 25°23′10″ ს. გ. 57°08′27″ დ. გ. / 25.38611° ს. გ. 57.14083° დ. გ. / -25.38611; -57.14083
დაარსდა 1770
ფართობი 145 კმ²
ცენტრის სიმაღლე 179
ოფიციალური ენა ესპანური ენა და გუარანის ენა
მოსახლეობა 42 127 კაცი (2002)
სიმჭიდროვე 290 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
საფოსტო ინდექსი 3000
ოფიციალური საიტი http://www.mcaacupe.com/
კააკუპე — პარაგვაი
კააკუპე

კააკუპე (ესპ. Caacupé) — ქალაქი პარაგვაიში, კორდილიერის დეპარტამენტის დედაქალაქი.

ქალაქი 1770 წელს გრენადელმა კარლოს მურფიმ დააარსა, თუმცა პირველი დასახლებები აქ XVII საუკუნეში არსებობდა.

კააკუპე მდებარეობს რომანულ-კათოლიკური კააკუპეს ეპარქიის ცენტრი. ყოველი წლის 8 დეკემბერს იმართება ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ქანდაკებისადმი მიძღვნილი ფესტივალი. XVI საუკუნეში ერთი ღვთისმოსავის მიერ დამზადებული ეს ქანდაკება სასწაულებრივად გადაურჩა დიდ წყალდიდობას. გარდა ამისა, მას ასევე სხვა მრავალი სასწაული უკავშირდება. ქალაქის ცენტრში აღმართულია უზარმაზარი ბაზილიკა, რომლისკენაც ფესტივალის დროს 300 000-ზე მეტი პილიგრიმი მოემართება.

წლის დანარჩენ დროს, კააკუპე მყუდრო პროვინციული ქალაქია. გააჩნია გასართობი პარკი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]