იხვინჯა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იხვინჯა
იხვინჯა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
კლასი: ფრინველები
ოჯახი: იხვისებრნი
ლათინური სახელი
Anas querquedula

იხვინჯა (Anas querquedula), ფრინველთა სახეობა იხვისბერთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 35 სმ, წონა 280-550 გ აღწევს. მამალს თავზე თვალიდან კისრამდე ქათქათა თეთრი ზოლი გასდევს; აქვს მოცისფერო ფრთები, მუქი მკერდი. იხვინჯა ბინადრობს ევროპისა და აზიის ზომიერ სარტყელში ბალახით მოფენილ ღია ჭაობებში და ტბების სანაპიროებზე. გადამფრენი ფრინველია. იზამთრებს ხმელთაშუა ზღვის მიდამოებში, აფრიკისა და აზიის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება მოზამთრედ. იკვებება უმთავრესად მოლუსკებით, წყლის მწერებითა და მათი მატლებით, წყლის კიბოსნაირებით. სპორტული ნადირობის ობიექტია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 289, თბ., 1980