იცუკუსიმის ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იცუკუსიმას სინტოისტური ტაძარი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Itsukushima torii distance.jpg
იცუკუშიმას ტაძრის ტორი - ადგილის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა წყალზე ტივტივის შთაბეჭდილებას ტოვებს
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 34°17′45″ ჩ. გ. 132°19′11″ ა. გ. / 34.29583° ჩ. გ. 132.31972° ა. გ. / 34.29583; 132.31972
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 776
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

იცუკუშიმას ტაძარი (იაპონ. 厳島神社) — სინტოისტური აკლდამა იცუკუშიმას კუნძულზე ქალაქ ჰაცუკაიჩიში, ჰიროსიმას პრეფექტურა, იაპონია. 1996 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. იაპონიის მთავრობის მიერ გამოცხადებულია ეროვნულ საგანძურად.

ტაძარი VI საუკუნეში იღებს დასაბამს, ხოლო დრევანდელი ფორმით 1168 წლიდან მოდის, როდესაც მისთვის თანხა დიდგვაროვანმა ტაირა ნო კიომორიმ გაიღო. აკლდამის მშენებლობა, რომელიც უბეზე ჯებირების მსგავსი სტრუქტურებისგან შედგება, გამოწვეული იყო კუნძულის წმინდა ადგილად შერაცხვით. უბრალო ხალხს ამ კუნძულზე ფეხის დადგმის უფლება არ ჰქონდათ და შესაბამისად ნავით უნდა მიეცურათ ჭიშკრის გავლით, რომელიც წყალზე მოტივტივეს შთაბეჭდილებას ტოვებს.

იცუკუშიმას ტაძრის დრამატული ჭიშკარი — ტორი — იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულის ტურისტული სანახაობაა, ხოლო ხედი ჭიშკარზე კუნძულის მთა მისენის წინ კი იაპონიის სამ უმთავრესთა შორის ითვლება. ჭიშკარი აქ 1168 წლიდან არსებობს, თუმცა ამჟამინდელი 1875 წლით თარიღდება. კამფორის ხისგან დამზადებული ჭიშკარი 16 მეტრია სიმაღლეში და ოთხ ფეხზე დგას დამატებითი სიმაგრისთვის. ჭიშკარი მცურავის შთაბეჭდილებას მხოლოდ მოქცევის პერიოდში ტოვებს. მიქცევისას მხოლოდ შლამი რჩება და მასთან ფეხით მისვლაც არის შესაძლებელი.

ტაძრის სიწმინდის დაცვა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ 1878 წლამდე მის ტერიტორიაზე მშობიარობა ან გარდაცვალება აკრძალული იყო. დღემდე დაკრძალვა კუნძულზე აკრძალულია. 2004 წლის 5 სექტემბერს ტაძარი მნიშვნელოვნად დააზიანა ტაიფუნმა. სახურავი და ჯებირები ნაწილობრივ განადგურდა, რის გამოც ტაძარი დროებით დაიხურა. თუმცა ამჟამად ის უკვე გახსნილია მნახველთათვის, აღდგენითი სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს. ტრადიციისამებრ მნახველები ჭიშკრის საყრდნების ღრიჭოებში ხურდა ფულს დებენ და სურვილს იფიქრებენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ხედი ტორიდან
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 776
რუს.ინგლ.ფრ.