იქს-ადამიანების წარმოშობა: სამურავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იქს-ადამიანების წარმოშობა: ვულვერინი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იქს-ადამიანები (მრავალმნიშვნელოვანი).
„იქს-ადამიანების წარმოშობა: სამურავი“
რეჟისორი გევინ ჰუდი
პროდიუსერი ჰიუ ჯეკმენი
ლორენ შალერ დონერი
რალფ უინტერი
ავი არადი
სცენარის ავტორი დევიდ ბენიოფი
როლებში ჰიუ ჯეკმენი
ლივ შრაიბერი
დენი ჰიუსტონი
კომპოზიტორი ჰარი გრეგსონ-უილიამსი
ოპერატორი დონალდ მაკალპინი
სტუდია 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი ავსტრალია და ახალი ზელანდია 30 აპრილი, 2009
გაერთიანებული სამეფო და ჩრდილო ამერიკა 1 მაისი, 2009
ქვეყანა აშშ
ახალი ზელანდია
ავსტრალია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $150 მილიონი[1]
შემოსავალი $373 062 864[1]
წინა იქს-ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა
შემდეგი იქს-ადამიანები: პირველი კლასი (როგორც „იქს-ადამიანების“ სერიის ნაწილი)
სამურავი: უკვდავი (როგორც პერსონაჟის ინდივიდუალური ფილმი)

იქს-ადამიანების წარმოშობა: სამურავი (ინგლ. X-Men Origins: Wolverine) — 2009 წლის ფილმი სუპერგმირებზე, დაფუძნებული Marvel Comics-ის გამოგონილ პერსონაჟზე, სამურავზე. იგი 2009 წლის 28 აპრილს გამოვიდა ნიდერლადებში, მსოფლიო მასშტაბით კი იმავე წლის პირველ მაისს. ფილმის რეჟისორი გევინ ჰუდია, მონაწილეობენ კინოვარსკვლავები: ჰიუ ჯეკმენი, სამურავის როლში, ლივ შრაიბერი, დენი ჰიუსტონი, რაიან რეინოლდსი და სხვები. ფილმი იქს-ადამიანების ტრილოგიის პრიკველს წარმოადგენს. იგი მოგვითხრობს სამურავის სასტიკი, ძალადობით სავსე წარსულის შესახებ. მასში გაშუქებულია იქს-ადამიანებამდე 10-17 წლის წინანდელი მოვლენები, სამურავსა და ვიქტორ კრიდს, აგრეთვე პოლკოვნიკ უილიამ სტრაიკერს შორის არსებულ ურთიერთობები, როდესაც მუტანტი გაწევრიანებული იყო გუნდ X-ში. ფილმში გაშუქებულია, თუ როგორ შეიყვანეს სამურავის სხეულში მეტალი ადამანტიუმი, იქს-იარაღის შექმნის მიზნით. გადაღებები ძირითადად ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიუ ჯეკმენმა კრიტიკოსების მხრიდან ქება დაიმსახურა, საერთო ჯამში ფილმმა მათი მოლოდინი ვერ გაამართლა. საერთო შემოსავალი მიახლ. 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მონაწილეობენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი პერსონაჟი
ჰიუ ჯეკმენი ლოგანი/ვულვერინი
ლივ შრაიბერი ხმალკბილა
რაიან რეინოლდსი დედპული
დენი ჰიუსტონი უილიამ სტრაიკერი
ლინ კოლინზი სილვერ ფოქსი
დენიელ ჰენი დევიდ ნორსი
უილ.ი.ამი კესტრელი
ტეილორ კიტჩი გამბიტი
დომინიკ მონახენი ბიკი
სკოტ ედკინსი ბლობი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 X-Men Origins: Wolverine (2009)“. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 24-03-2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)